ქრისტინე იმედაძის ცხოვრების სტილი და კარიერა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. ქრისტინე ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ, ლაშა ჯაკობიაზე იყო დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, ტაისია ჰყავთ. ტაისია, დედის მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ხშირად ჩნდება ქრისტინეს „ინსტაგრამზე“.
ამჯერად ქრისტინე ტაისიას მორიგ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს. როგორც ჩანს, ტაისიას სკოლაში მარტო წასვლა არ უნდა და დედას სთხოვს, რომ წაიყვანოს: „მეორე მშობელი არ გყავს, შვილო? ყველა რთული საქმე ჩემი გასაკეთებელია და მარტო სასეირნოდ სცალია მეორე მშობელს?“ - ამბობს ქრისტინე.