"დავით ბაგრატიონი მეორედ ძველ სიყვარულზე დაქორწინდა - ქართველი პრინცის რჩეული ბეგაშვილია“ - ამ სათაურით გამოქვეყნდა Ambebi.ge-ზე სტატია 2021 წლის იანვარში.
მაშინ გიყვებოდით, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა ირინა ბეგაშვილზე იქორწინა და წყვილი საგურამოში, დავითის ვილაში ცხოვრობდა. თუმცა მათი სიყვარულის ისტორია ბევრად ადრე დაიწყო. ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ირინა ბეგაშვილმა და დავითმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნეს.
მაშინ დავითი ჯერ კიდევ არ იყო ანა ბაგრატიონზე დაქორწინებული, შორენა ბეგაშვილთან კი დაშორებული გახლდათ. დავითისა და ირინას ისტორია დიდხანს გაგრძელდა და წყვილი სწორედ მაშინ დაშორდა ერთმანეთს, როდესაც პრინცმა ანა ბაგრატიონზე იქორწინა.
ასევე წყაროს ინფორმაციით, დავითს და ირინას საერთო შვილი, გოგონა ანა მარია ჰყავთ. დავითი ქართულ მედიასთან არ თანამშრომლობს და მისი არცერთი ინტერვიუ არ დაბეჭდილა მას შემდეგ, რაც სამეფო ქორწინება შედგა. ანასა და დავითის წყვილი მალე განქორწინდა და დავითი ირინას დაუბრუნდა.
"ჩემი ფავორიტი ქალიშვილი, ანამარია ბაგრატიონ მუხრან - ბატონიშვილი" - ამ სახელწოდებით ანა მარიას ფოტო დავითმა სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა.
იხილეთ ფოტოები