გადაცემა „სხვა შუადღეში“ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფაძემ და ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ კოვიდკლინიკებსა და რენიმაციებში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ 70 წელს გადაცილებული ადამიანები განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან: „ვერანაირ გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ 70-75 წელს გადაცილებული ადამიანი მოხვდება ჩვენთან და იქიდან ცოცხალი გამოვა. აიცერით ახლავე და აცერით თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუები. იქნებით მშვიდად, რომ თქვენ რაც შეგეძლოთ გააკეთეთ... მოდიან და ამბობენ - ბაბუა მომიკლეს. მოჰყავთ 75 წლის ოჯახის წევრი, რომელსაც არც აცრა აქვს ჩატარებული და თანმხლები დაავადებები აქვს...“ - ამბობენ ისინი.