ამ გოგონას შესახებ მსოფლიო პრესა წერდა. 24 წლის ამერიკელ ლორენ ვასერს ტრაგედია შეემთხვა, რომელიც ათასი ქალიდან სამს შეიძლება დაემართოს.
"ბრძოლა - ეს შენი მემკვიდრეობის ნაწილია", - წერს ლორენი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე. რამდენიმე წლის წინ ის ოცნებობდა, ახალი კარლი კლოსი გამხდარიყო, შესაძლოა - Victoria’s Secret-ის ანგელოზიც, რომელიც მსოფლიოს პოდიუმებს დაიპყრობდა და მილიონიან კონტრაქტებს მიიღებდა. თუმცა, ბედმა სულ სხვაგვარად ინება. ახლა მას იცნობენ, როგორც გოგონას ოქროს ფეხებით.
შესაძლოა, გსმენიათ კიდეც 24 წლის ლორენ ვასერის ისტორია, რომელსაც ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო
დასჭირდა. გოგონას იშვიათი გართულება განუვითარდა...
"ჩვეულებრივი დღე იყო. ციკლი დამეწყო. მეგობართან მივდიოდი დაბადების დღეზე", - იხსენებს ის. წვეულებაზე უცებ ცუდად გახდა, სიცხემ აუწია, გულისრევა დაეწყო და თითქოს ძალას კარგავდა. ვასერმა სახლამდე ძლივს მიაღწია და საკუთარ საწოლში უღონოდ ჩაეშვა. ვიდრე გონებას დაკარგავდა, ფიქრობდა, რომ მიზეზი გრიპი იყო.
გოგონას დედა ძალიან წუხდა, რომ შვილს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდა. ამიტომაც, პოლიცია გამოიძახა. მოდელი ძლივს ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ ცუდად იყო და ძილი უნდოდა.
"სიკვდილამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. საავადმყოფოში 41 გრადუსი სიცხით შემიყვანეს, გულის შეტევაც გადატანილი მქონდა, თუმცა, ექიმები ვერ იგებდნენ, რა მოხდა",- იხსენებს ლორენი.
თუმცა, ყველაფერი რამდენიმე წამში გაირკვა, როდესაც მასთან ინფექციონისტი მიიყვანეს. "ტამპონს იყენებ?" დააზუსტა ექიმმა და დადებითი
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხი მიიღო. როდესაც ტამპონი ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ ის ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა. ტამპონი იყო დაბინძურებული თუ ორგანიზმში არსებობდა ეს ბაქტერია, უცნობია, მაგრამ იმ მომენტრში ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - ვასერს ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჯვენა ფეხში ძლიერი განგრენა ჰქონდა და გადაწყვიტეს, რომ მუხლს ქვემოთ მოეკვეთათ.
ლორენი კვირა-ნახევარი კომაში იყო და პირველი, რაც გონეზე მოსვლის შემდეგ მოისმინა, სიტყვა "ამპუტაცია" იყო. ძალიან განიცადა და ამბობდა, რომ ფეხების გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებდა. ექიმების საუბრის შემდეგ მთავარი სადარდებელი მისთვის სილამაზის დაკარგვა გახლდათ.
ვასერი მოდელების ოჯახში დაიბადა და მისი მთავარი ოცნება იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანის მსგავსი გამხდარიყო. "გავიზარდე გარემოში, სადაც ყველა ლამაზია. დედაჩემი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. სახლიდან არასდროს გადიოდა ისე, ვიდრე სრულყოფილად არ მოიწესრიგებდა თავს." - ამბობს ლორენი.
გააგრძელეთ კითხვა