წარმატებული კაცების უკან რომ ძლიერი ქალები დგანან, ეს ფრაზა სულაც არ არის გაზვიადებული, ან ქალების გულის მოსაგები გაცვეთილი ჟესტი, ეს რეალობაა! ალბათ, ყველა ადამიანი ოცნებობს როგორც საკუთარ, ისე საყვარელი ადამიანების წარმატებასა და კეთილდღეობაზე, უპასუხე კითხვებს და გაიგე, შეძლებდი თუ არა, რომ პარტნიორი მილიონერად გექცია. ტესტის კითხვებზე გულახდილი პასუხების გაცემიტ ამას მარტივად გაარკვევთ და მიიღებთ ღცევებს, რა უნდა შეცვალოთ საკუთარ თავში, რომ დაეხმაროთ თქვენ მეორე ნახევარს წარმატებისკენ სვლაში.
კითხვებზე პასუხი უნდა იყოს „კი“ და „არა“. თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი გეეჭვებათ, ჩათვალეთ ის „არად“. დაითვალეთ, რამდენ კითხვაზე გექნებათ დადებითი პასუხი, ანუ „კი“ და ამოიკითხეთ შესაბამისი შედეგი ქვემოთ:
1. ისეთ ოჯახში გაიზარდეთ, რომელიც ყველა მამაკაცი წევრი წარმატებული იყო?
2. ოდესმე გიცხოვრიათ წარმატებულ მამაკაცთან ერთად?
3. თქვენი მეგობრების უმეტესობა წარმატებულია?
4. საკუთარ თავს თვლით წარმატებულად?
5. 23 წელზე მეტის ხართ?
6. შეგიძლიათ, არ მოითხოვოთ კაცისგან თავგანწირვა და მსხვერპლი სიყვარულში და მაიუნც ბედნიერი იყოთ?
7. კარგად იცნობთ ის სფეროს, რომელშიც დასაქმებულია თქვენი პარტნიორი?
8. სექსის შემდეგ განიცდით ენერგიის მოზღვავებას?
9. გიყვართ პარტნიორთან საუბარი ყველაფერზე, მათ შორის, აბსტრაქტულ ან მოსაწყენ თემებზე?
10. მამაკაცი/ქმარი უსმენს თქვენს აზრს?
11. ყოფილა თქვენ ურთიერთობაში ღალატი?
12. პრობლემებს წყნარი საუბრით ღიმილით, რაციონალური, ლოგიკური არგუმენტების დახმარებით წყვეტთ?
13. შეგიძლიათ, უბიძგოთ პარტნიორს რაღაც საინტერესოს გაკეთებისკენ? დაარწმუნოთ ის იდეის გენიალურობაში?
14. თქვენ პარტნიორს მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს?
15. პარტნიორის დედა არ ერევა თქვენ ურთიერთობაში, არ გაძლევს შენიშვნებს და მითითებებს?
16. აწუხებს თუ არა ამჟამად თქვენს პარტნიორს ალკოჰოლიზმი, ნივითიერებებზე დამოკიდებულება, ინდეფერენტულობა?
17. გაწუხებთ თუ არა თქვენ ალკოჰოლიზმი, ნივითიერებებზე დამოკიდებულება, ინდეფერენტულობა?
18. საუბარს მოქმედება გირჩევნიათ?
19. თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან სამუდამოა?
20. აკეთებთ ყოველთვიურ დანაზოგს?
21. მზად ხართ მშიერი იყოთ, უარი თქვათ ფუფუნებაზე, იცხოვროთ ნაქირავებ ბინაში, იმისთვის, რომ მისცეთ თქვენს პარტნიორს შესაძლებლობა, დაიწყოს ყველაფერი თავიდან?
22. შვილები არ გვავთ, ან თუ გყავთ, ისინი თქვენი ცხოვრების ამომავალ წერტილს არ წარმოადგენენ - ეთანხმებით?
23. მზად ხართ, გახდეთ თქვენი ქმრის მენეჯერი, პროდიუსერი, მდივანი, მასაჟისტი, ფსიქოლოგი, მწვრთნელი?
24. თქვენი პარტნიორი ამაყობს, რომ მის გვერდით სწორედ თქვენ ხართ?
25. ჰყავს თუ არა თქვენ პარტნიორს შვილები, რომლების მასთან არ ცხოვრობენ?
26. იცით თუ არა მამაკაცის სექსის, სიყვარულის, თვითშეფასების ამაღლებისა და დაქვეითების ხერხები?
27. დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს პარტნიორს აქვს საკმარისი ნიჭი ბიზნესის, კარიერის, წარმატებული შემოქმედებითი გზის ასაშენებლად?
28. დღეში 3 საათზე ნაკლებს ხარჯავთ საკუთარ თავზე ზრუნვისთვის?
29. IQ ტესტში მაღალი შედეგი გაქვთ?
30. ახერხებთ თუ არა თვეში 5 წიგნზე მეტის წაკითხვას?
რამდენ კითხვას უპასუხეთ „კი“?
1-5 - ვიღაცამ დაგარწმუნათ, რომ მამაკაცი/ქმარი ვალდებულია, უზრუნველყოს თქვენი ცხოვრება. სამწუხაროდ, ეს ტყუილია. გარდა ამისა, ტესტის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, თქვენ არ მიეკუთვნებით იმ ქალებს, ვისთვისაც მამაკაცს სურს ნებაყოფლობითი მსხვერპლის გაღება. იმის ნაცვლად, რომ მეგობრებთან ძვირადღირებული ჩანთით, კოსმეტიკითა თუ სამზარეულოს აქსეუარებით გამოიჩინოთ თავი, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელი კაცის სურვილებისა და ოცნებების გაგებას, მეტად ზირუნოთ მასზე და ყველაფერი, რაზეც ოცნებობთ, თავისით მოვა.
6-10 - ფულის უკმარისობამ დაგღალათ და გინდათ, რომ კაცმა/ქმარმა რაღაც შეცვალოს. არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ტირით და მოითხოვთ, პრობლემები თავისით მოგვარდეს. საკმარისი არ არის ეფემერული მიზნის დასახვა, თუ კაცმა თავად არ იცის, როგორ გაცხოვროთ დედოფალივით, გამოიჩინეთ მის მიმართ მხარდაჭერა. გახსოვდეთ, რომ თუ ერთად იმოქმედებთ, შედეგიც არ დააყოვნებს.
11-15 - ხშირად ჩხუბობთ, არა? მიზეზი ის არის, რომ შენ ძლიერი ხარ და შენი ქმარი/კაცი არა. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ კამათი, დავა, შეურაცხყოფა პრობლემებს კი არ აგვარებს, აღრმავებს... მოექეცით მას სიყვარულით, აგრძნობინეთ ზრუნვა, ერთგულება და დაანახეთ, რომ ენდობით, რომ ყოველთვის მის გვერდით ხართ. წარმოდიგინეთ, რომ თქვენი ოჯახი ერთი დიდი კომპანიაა, აიღეთ მისი მართვის სადავეები ხელში და „თანამშრომელთან“ ერთად გადადგით ნაბიჯი წარმატებისკენ.
16-20 - ყველაფერი კარგადაა, თვენ კარგად გესმით ერთმანეთის. უკეთესი იქნება, თუ თქვენი პარტნიორის შესაძლებლობებს უფრო მეტად ირწმუნებთ, უფრო მეტად დააფასებთ. აჩვენეთ თქვენს მეუღლეს/მამაკაცს, რომ გჯერათ მისი ექსკლუზიურობის და, შესაბამისად, ყველაზე წარმოუდგენელი სიმაღლეების მიღწევის შესაძლებლობის. ერთად იბრძოლეთ საერთო მიზნისთვის უფრო მეტი და ნახავთ, რომ აუცილებლად მიიღებთ იმას, რაც ასე ძალიან გსურთ.
21-25 - თქვენ იდეალური ხართ! ეს არის ის ძლიერი ქალი, რომელიც უბიძგებს ქმარს/მამაკაცს წარმოუდგენელი მიღწევებისკენ! თქვენ ზოგჯერ არ ხართ თავდაჯერებული, ზოგჯერ სისუსტე გძლევთ, მაგრამ ძალების მოკრებას ყოველთვის ახერხებთ. გაქვთ უნარი, უნებური შეცდომები პარტნიორსაც აპატიოთ. გონივრული თვითკრიტიკა გეხმარებათ, სწორი ნაბიჯები გადადგათ. თქვენ ერთად ყოველთვის მიაღწევთ მაქსიმალურ წარმატებას! ასე გააგრძელეთ!
26-30 - ეს წარმოუდგენელი შედეგია! მაგრამ გახსოვდეთ, რომ ერთპიროვნულ ლიდერობას ზოგჯერ უარფოყითი შედეგი მოაქვს, თქვენ არ გჭირდებათ ამოცანების შემსრულებელი, თქვენ გვერდით ძლიერი და წარმატებული პერტნიორი გჭირდებათ! ზოგჯერ მოდუნდით, სადავეები პარტნიორს გადაეცით და ნახავთ, რომ ასე მოქმედება უფრო ხელშესახებ შედეგებს მოგიტანთ.