10 ნოემბერს გამოქვეყნდა მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ახალი ფოტოები ნოუ-იორკში გამართული წვეულებიდან. ეს წყვილის პირველი საერთო გასვლაა ე.წ. „მეგსიტის“ შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც მეგანმა და ჰარიმ უარი თქვეს სამეფო ტიტულზე და ბრიტანეთიდან წამოვიდნენ.
აღსანიშნავია, რომ საღამოზე მეგან მარკლი შესანიშნავად გამოიყურებოდა და, როგორ ჩანს, მან დიდი დრო დახარჯა ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის სამოსის შერჩევაზე. მეგანი, ერთი შეხედვით, გაჰყვა პრინცესა დაიანას გზას და კაბა სწორედ მისი „გარდერობიდან“ მოირგო.
მეგანმა წითელი ხალიჩისთვის Carolina Herrera-ს ბრენდის სისხლისფერი წითელი კაბა აირჩია. კაბა არის გრძელი, აქვს თამამი ჭრილი, ღია მხრები და მომვიბვლელი დეკოლტე.
დიახ, როგორც ჩანს, მეგანმა გამოხატა თავისი დამოკიდებულება სამეფო პროტოკოლის მიმართ და ეს მისი ერთგვარი პროტესტი იყო მოძველებული წესებისადმი, კერძოდ, ბრიტანეთში ცხოვრებისას, მას ოფიციალურ შეხვედრებზე ეკრძალებოდა ისეთი სამოსის ან აქსესუარების ტარება, რომლებიც მის სექსუალურობას გაუსვამდა ხაზს. მეგანმა გამომწვევი წითელი კაბა ჯუზეპე ზანოტის აქსესუარებითა და მდიდრული ბრილიანტის სამაჯურით შეავსო, რომელიც ადრე პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი და პრინცი ჰარი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებენ, მათთვის ოჯახში შექმნილი გაუგებრობები კვლავ პრობლემას წარმოადგენს. სულ ცოტა ხნის წინ ჰარიმ ისაუბრა მედიის მიერ შემოღებულ ტერმინზე, „მეგსიტიზე“ და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მიუღებელია: „ეს უბრალოდ ქალთმოძულე ტროლების მიერ შექმნილი ტერმინია, რომელიც მედიამ აიტაცა და დაამკვიდრა“ - თქვა ჰარიმ ჟურნალ Wired-ის The Internet Lie Machine-სთან უნტერვიუს დროს. „მედიის ამგვარი აჟიტირების გამო მე დედა დავკარგე და კარგად მესმის, რას გრძნობს ახლა მეგანი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგივე არ მოხდეს ჩემი შვილების დედასთან დაკავშირებითაც“ - აღნიშნა მან.