შუა საუკუნეებისადმი მიძღვნილი ფილმების შემქმნელები ყველაზე ხშირად ყურადღებას ამახვილებენ სასიყვარულო ისტორიებზე, მამაც რაინდებზე, სასახლის ინტრიგებზე, ქმნიან მშვენიერ სურათს, რომელიც იზიდავს მაყურებლის თვალს, თუმცა იმ პერიოდის მთავარ პრობლემას ტოტალური ანტისანიტარია, ჰიგიენის დაუცველობით გამოწვეული დაავადებები და სიბინძურე წარმოადგენდა.
უცნაურია თუმცა, XI-XV საუკუნეების ევროპაში ცუდი კბილები კეთილდღეობის ნიშნად ითვლებოდა. ეს კი იმიტომ, რომ შაქრის გავრცელება სწორედ ამ დროს დაიწყო და მაღალი ფენის წარმომადგენლები ხშირად მოიხმარდნენ მას, რამაც კარიესი და სხვა სტომატოლოგიური პრობლემები გამოიწვია. გაფუჭებული კბილების პატრონები კი ექიმთან მისვლას სულაც არ ჩქარობდნენ. ამასთან, ამ დროს ანესთეზია არ არსებობდა და ყველა პრობლემა ძლიან მტივნეულად წყდებოდა.
შუა საუკუნეების ექიმების უმეტესობა მხარს უჭერდა რეგულარული აბაზანების აუცილებლობას, მაგრამ სინამდვილეში ეს რეკომენდაციები იშვიათად სრულდებოდა. ამავდროულად, ეს პრივილეგია არ ეკუთვნოდა მოსახლეობის მდიდარ ფენას, მაგალითად, იზაბელა I კასტილიელმა სიცოცხლეში მხოლოდ ორჯერ დაიბანა, დაბადებისას და საკუთარი ქორწილის წინ და ლუდოვიკო XIV-ის საძინებელში, რომელმაც ასევე სიცოცხლეში მხოლოდ ორჯერ იბანავა, კანალიზაციის ისეთი სუნი იდგა, რომ რუსმა ელჩებმა მოგვიანებით დაწერეს, რომ საფრანგეთის მეფე "გარეული მხეცივით ცხოვრობს".
წყლის პროცედურებისადმი ასეთი დამოკიდებულება მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული - ვიღაცას ეშინოდა ინფექციების გადატანის, სხვებს სჯეროდათ მითების, რომ სახის დაბანა იწვევს სიბრმავეს და სხვა პრობლემებს, ზოგს უბრალოდ წყლის ეშინოდა, ადამიანების ნაწილი კი ეყრდნობოდა საეკლესიო აკრძალვებს და უარს ამბობდა ბანაობაზე რელიგიური მიზეზების გამო. პრობლემას ისიც ამძიმებდა, რომ შუა საუკუნეებში რეცხვა სულაც არ იყო რეგულარული საქმიანობა - ჭუჭყიან თეთრეულს და ტანსაცმელს რეცხავდნენ წელიწადში ორჯერ, ხოლო ფხვნილად ტუტესა და შარდის ნარევს იყენებდნენ.
საშინელი სუნისაგან ხსნა იყო სხვადასხვა არომატული საშუალება - ქალბატონები იყენებდნენ ფხვნილს, კაცები ამჯობინებდნენ საზარდულისა და მკლავების ვარდის წყლით გაწმენდას, თუმცა ეს საუკეთესო გამოსავალი სულაც არ იყო.
შუა საუკუნეებში ტუალეტები პრინციპში არ არსებობდა, საწოლების ქვეშ ხშირად იყო ქოთნები და მათ შიგთავსს პერიოდულად ასხამდნენ პირდაპირ ქუჩებში, ვინაიდან შუა საუკუნეებში არ არსებობდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა, რამაც ქალაქები გადააქცია საშინელ ადგილებად, სადაც ჰაერი საერთოდ არ იყო. წვიმა მაშინ სასტიკ სასჯელად ითვლებოდა, რადგან წვიმის დროს ქუჩები განავლის მდინარეებით იტბორებოდა, ეს კი ეპიდემიების მიზეზი ხდებოდა.
ამავდროულად, იმ დროს არც პირადი ჰიგიენის საშუალებები არსებობდა - ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად გამოიყენებოდა პატარა ნაჭრები (უფრო შეძლებული მოქალაქეებისთვის) ან ხავსი, ასევე მცენარის ფოთლები (ღარიბებისთვის).
აბსოლუტური ანტისანიტარიული პირობებისა და პირადი ჰიგიენის არარსებობის მიუხედავად, შუა საუკუნეების მამაკაცები და ქალები მიმართავდნენ სხვადასხვა ხრიკებს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ქალბატონები რეგულარულად იბანდნენ შარდით, გულწრფელად სჯეროდათ მისი ანტისეპტიკური თვისებების, ეცვათ აბრეშუმის საცვლები, რომლებსაც ტილები არ ეწებებოდათ, ასევე იყენებდნენ ნაცრის, მდინარის წყლის, შხამიანი მცენარეების წვენს და სისხლსაც კი სხვადასხვა მიზნით - კანის გათეთრებისა და არასასურველი თმის მოსაშორებლად. ასევე იყენებდნენ ძალიან საეჭვო კომპონენტებზე დამზადებულ სხვადასხვა ნარევებს კანის სილამაზის შესანარჩუნებლად, უყვარდათ ბატის ცხიმით დამზადებული პროდუქტები, რამაც გამოიწვია პარაზიტული დაავადებების გავრცელება.
ასეთ ფონზე, დაავადებები ძალიან მარტივად ვრცელდებოდა, თუმცა ექიმებმა იცოდნენ, როგორ უნდა ემკურნალათ პრობლემებისთვის. მათი საყვარელი საშუალება წურბელები იყო. წურბელებით მკურნალობა არათუ არჩენდა პაციენტს, არამედ სისხლის მოწამვლასაც კი იწვევდა, რის შედეგადაც პაციენტები იღუპებოდნენ.