ცნობილი სოპრანო, საოპერო მომღერალი, თამარ ივერი სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშიარდ აზიარებს როგორც პირად ფოტოებს, ისე საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად ის კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საუბრობს: „უკვე რა სასაცილო გახდა გამოთქმა, „ვიცრები იმიტომ, რომ შენ დაგიცვა“, არადა, მეც ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა და ჩემ გარშემოც სულ მესმის, აცრილმა გადამდო, 20ჯერ აცრილმა გადამდოო... ეს კი იმის ბრალია, რომ რადგან აცრილები არიან, არავის და არაფერს ერიდებიან. სულ მეუბნებიან, ნუ გეშინია, გადაგკოცნი, აცრილი ვარ, ნუ გეშინია, მოვალ სტუმრად, აცრილი ვარ, ნუ გეშინია, გვერდზე დაგიჯდები, აცრილი ვარ... ამ დროს, თავად ვერ გრძნობენ ან ძალიან მსუბუქად გრძნობენ სიმპტომებს და სხვებთან კი აფრქვევენ ვირუსებს. ასე რომ, აღარ გავიგო ეს სლოგანი, უფრო მართებულია - „ ვიცრები, რადგან უსიმპტომომ შეუმჩნევლად გადაგდო“ - წერს თამარ ივერი.