შარვალი არა მხოლოდ გარდერობის ძირითადი ელემენტია, არამედ შესანიშნავი საშუალებაა, თქვენი ფიგურის ხაზგასასმელად. ჩვენ გეტყვით, რომელ მოდელებს უნდა მიაქციონ ყურადღება მათ, ვისაც სურს, გამოჩნდეს უფრო მაღალი და გამხდარი.
ასაკისა და სიმაღლის მიუხედავად, ქალებს ყოველთვის სურთ სხეულის ყველაზე სასურველი ნაწილის - ფეხების დაგრძელება. ამ ვიზუალური ილუზიის შექმნა კი ძალიან მარტივია, თუ გაითვალისწინებთ თქვენი სხეულის მახასიათებლებს. სტილისტები საუბრობენ შარვლის რამდენიმე მოდელზე, რომელიც ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.
შარვალი, რომელიც მაქსიმალურად ზრდის ფეხის სიგრძეს იქმნება ნაკეცებით, რომლებიც იწყება ქამრის ხაზიდან და გრძელდება მთელ სიგრძეზე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ეს შარვალი თითქმის ორჯერ უფრო გრძელს აჩენს ფეხს. ატარეთ ისინი განიერ მაისურებსა და პერანგებთან ერთად, რათა ეფექტი კიდევ უფრო შესამჩნევი იყოს.
მოქნილი ქალური სილუეტისა და მსუბუქი ქსოვილების გამო ამ სტილის შარვალს ხშირად იყენებდნენ კეტრინ ჰეპბერნი და მარლენ დიტრიხი. დღეს ასეთი მოდელების ნახვა ყველა მაღაზიაშია შესაძლებელი და შეგიძლიათ მოუხდინოთ როგორც სპორტული ფეხსაცმელი, ასევე კლასიკური ფეხსაცმელი.
ჯინსი და გაშლილი შარვალი ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება არჩევისას? შარვალი გაშლილი მუხლიდან უნდა იყოს, თავად შარვალი კი საკმარისად გრძელი - მან ფეხსაცმლის უკანა მხარე და მთლიანად ქუსლი უნდა დაფაროს. ასე თქვენ შეძლებთ, მარტივად და ელეგანტურად მიიღოდ სასურველი შედეგი.
ამ სტილის შარვლებთან ერთად გარდერობში აუცილებლად უნდა ვიქონიოთ კლასიკური, სადა, მამაკაცური პიჯაკები, უმჯობესია დიდი ზომის. ეს კიდევ ერთი ხრიკია, რომელიც ქალებს ეხმარება, სილუეტი იმაზე გრძელი გამოჩინონ, ვიდრე ის რეალურადაა.