მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში, სადაც საკუთარ ყოველდღიურობას, პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად აზიარებს.
ქეთა პირველად ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი შვილი, ოლივია ჰყავს. მასთან დაშორების შემდეგ მომღერალმა ბიზნესმენ ლევ დენგოვზე იქორწინა და წყვილს მალევე ბიჭი, ადამი შეეძინა.
ქეთას მსგავსად, სოციალურ ქსელში აქტიურია ლევ დენგოვიც. ამჯერად კი ის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ისმის, რომ ის ქართულ სიმღერას უსმენს და მღერის. ვიდეოს „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.