ყოველ სეზონზე დიზაინერები გვთავაზობენ ათობით, თუ არა ასობით სხვადასხვა ფერსა და კომბინაციას, რომელთა შორის ჩვენ ვირჩევთ ჩვენს რჩეულს და სიამოვნებით ვიცვამთ ყოველდღიურად. ვიღაცას ურჩევნია მუქი და პირქუში პალიტრა, ვიღაცას უყვარს ნეონისა და ფერადი პალიტრების მიქსი. ეს რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია, წოველ წელს არის ერთი ფერი, რომელიც ყველა ქალის გარდერობში უნდა მოიძებნებოდეს.
ყოველწლიურად, Pantone Color Institute ირჩევს საკუთარ ფავორიტ ფერს. ექსპერტები აანალიზებენ გლობალურ ტენდენციებს და არკვევენ, რომელ ფერს მიექცა ყველაზე მეტი ყურადღება. მაგრამ თუ შარშან შეუძლებელი იყო ერთი გამარჯვებულის არჩევა და ექსპერტებმა გადაწყვიტეს ერთდროულად წარმოედგინათ ორი ძირითადი ჩრდილი, მაშინ წელს დილემა მყისიერად გადაიჭრა. შედეგად, 2022 წლის ფერი გახდა Very Peri lilac ნომრით 17-3938. საინტერესოა, რომ პირველად თავისი 22-წლიანი ისტორიის განმავლობაში, Pantone-მა შექმნა სრულიად ახალი ჩრდილი, რომელიც აერთიანებს მშვიდ ლურჯსა და ენერგიულ წითელ ტონს.
სპეციალისტების გადაწყვეტილება, რომ არ გადახედონ არქივებს, არამედ შექმნან რაღაც ახალი, შთაგონებული იყო მომავლის ტექნოლოგიებით, ციფრული ეპოქით, კრეატიულობითა და ორი წლის განმავლობაში გაწელილი პანდემიის რეალობით. ექსპერტების აზრით, Very Peri სიმბოლოა იმ დროის გლობალური სულისა და გარდამავალი პერიოდისა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. „ციფრული დიზაინი გვეხმარება რეალობის საზღვრების გადალახვაში დინამიური ვირტუალური სამყაროს კარის გახსნით, სადაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიკვლიოთ და შევქმნათ ახალი ფერების შესაძლებლობები“, - განმარტა პანტონმა. "Pantone 17-3938 Very Peri ასახავს თანამედროვე ცხოვრების შერწყმას და იმას, თუ როგორ ვლინდება ციფრული სამყაროს ტენდენციები რეალურ ცხოვრებაში და პირიქით."
ექსპერტების არჩევანი საუკეთესოდ შეესაბამება დიზაინერების აზრს. იასამნის მთელი პალიტრა რამდენიმე სეზონის განმავლობაში ლიდერია წამყვანი დიზაინერების კოლექციებში და წინასწარმეტყველებენ, რომ ის პოპულარობის პიკს სწორედ 2022 წელს მიაღწევს, თუმცა, მათაც კი, ვინც არ მიჰყვება ტენდენციებს და უპირატესობას ანიჭებს ასკეტურ ნივთებსა და ჩრდილებს, უნრჩევენ, ამ ტონის ერთი ნივთი მაინც შეიტანონ გარდერობში.
ლავანდის დელიკატური ელფერი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომელიც თანაბრად ჯდება როგორც ჩვეულებრივ გარდერობში, ასევე საღამოს კაფსულაში. თუ თავშეკავებულ და ლაკონიურ იერს ანიჭებთ უპირატესობას, მოძებნეთ მინიატურული ჩანთა, რომელიც წარმატებით გამოარჩევს ყველასგან ყველაზე თავშეკავებულ სამოსსაც კი.
თუ მზად ხართ ექსპერიმენტებისთვის, თავისუფლად ატარეთ ლავანდის ტონებში გადაწყვეტილი მასიური ბაფთები. შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება იასამნისფერი კაბები ან კლასიკური კოსტიუმები, რომელთა მორგებაც ყოველდღიურ ცხოვრებაშიც წარმატებით შეიძლება.