ვერძი
მოგზაურობის, ახლის შეცნობის, სწავლის კვირაა. პროფესიულ და ფინანსურ სფეროში წარმატება გელით. შეიძლება მიიღოთ ფულადი ჯილდო. არ გადაიღალოთ, რაციონალურად გაანაწილოთ ცხოვრებისეული ენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიტეტს დაიქვეითებთ.
კურო
კვირის მთვარი თემა სიყვარული იქნება. რომანტიკული აღმაფრენა არ მიგატოვებთ. გამორიცხული არაა, მარტოხელები შეხვდეთ თქვენს რჩეულს. დიალოგი საქმიანიც და რომანტიკულიც წარმართეთ ადეკვატურდა. კარგი იქნება, თუ ფსიქოლოგიურ ლიტერატურას გაეცნობით. ეს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
ტყუპი
სამსახურის ვალდებულებების პარალელურად მეტი ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. სასურველია, დაივიწყოთ წარსული და მომავლისკენ მიზარდოთ თქვენი მზერა. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად.
კირჩხიბი
წესრიგი უნდა დაამყაროთ სამსახურშიც და სახლშიც. შეცვალეთ დღის განრიგი. კვირის ბოლოს მოიმატებს ემოციურობა და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. უქმეები მშვიდ, ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ და აღიდგინეთ ძალები, ენერგია. შეიძინეთ ლამაზი ნივთები თქვენთვის და ოჯახისთვის.
ლომი
ცვლილებები გელით პირად ურთიერთობაში. ეცადეთ, მომართული იყოთ პოზიტივზე. დაივიწყეთ წარსული წყენა. მიმოიხედეთ გარშემო, უამრავ საინტერესო რამ ხდება და ნუ დარჩებით მოვლენების მიღმა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.
ქალწული
ინიციატივა უნდა გამოავლინოთ ნებისმიერ სფეროსა და საქმიანობაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. მათი დახმარებით წინსვლას, განვითარებას შეძლებთ. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წარსულ წყენაზე.
სასწორი
კონტაქტების დღეა. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს და ესაუბრეთ, თუნდაც საკუთარ სირთულეებზე, ფსიქოლოგიურ მომენტებზე. ზოგადად ეცადეთ, რომ გვერდით მუდამ გყავდეთ ახლობელი, მარტი ნუ იქნებით. არ გაასესხოთ ფული. ოჯახის წერებთან ერთად დაგეგმეთ სადღესასწაულო სამზადისი.
მორიელი
არ გირჩევთ ურთიერთობების გარკვევას გარშემო მყოფებთან. ცალკე დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს და მეგობრებს. მიმართეთ თქვენი ენერგია მატერიალური საკითხების მოგვარებისკენ. შეიძლება შემოსავლის დამატებითი წყარო გამოგიჩნდეთ. საყიდლებისთვისაც კარგი კვირაა.
მშვილდოსანი
ეცადეთ, გრაფიკს არ გადააცილოთ და ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. ამასთან, მოიმატებს ოჯახური ვალდებულებები და დრო გონივრულად გადაანაწილეთ. არც იმას გირჩევთ, რომ გადატვირთვით ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუარესოთ.
თხის რქა
საქმეების მოაგვარების, პროექტების განხილვისა და სრულყოფის დრო დაგიდგათ. გამონახეთ დრო იმ საქმეებისთვისაც, რაც სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ. კარგი იქნება იოგა, მედიტაცია. დადებითად იმოქმედებს თქვენზე წყლის პროცედურები. უქმეები დაუთმეთ ბინის მოლამაზებას.
მერწყული
შინ გაჩერება გაგიჭირდებათ. უამრავი იდეა გაქვთ, რომლის განხორციელებაც გსურთ. მოერიდეთ ასაკით უფროს ადამიანებთან, ნათესავებთან კამათს. საღამოები მეგობრებთან ერთად მხიარულებას და ფლირტს დაუთმეთ. ზოგიერთს საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით.
თევზები
სტრატეგიულ მიზნებზე უნდა იყოთ ორიენტირებული. ნუ მოცდებით წვრილმანებზე. დაფიქრდით, რა დაგეხმარებათ წინსვლაში, საურვილების ასრულებაში. საკუთარ ინტერესებზე იყავით მომართული. შეიძლება გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება, ჩაერთოთ ახალ პროექტში. საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ სადღესასწაულო სამზადისი.