დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად უზიარებს გამომწერებს პირად და ოჯახურ ფოტოებს. განსაკუთრებულ სიყვარულს კი ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის უმცროსი ვაჟი, ნიკოლასი იმსახურებს.
ამჯერად ანუკი არეშიძემ გამომწერებს ფოტო გაუზიარა, სადაც ჩანს, რომ მან წინასაახალწლოდ ორიგინალური საჩუქარი, მისი ერთ-ერთი ფოტოს მიხედვით შესრულებული ნახატი მიიღო: „მადლობა, რომ არსებობ... მოკრძალებული საჩუქარი ჩვენგან“ - წერია წერილში.