სოციალურ ქსელში ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს წერს, რომ "ომიკრონი", სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას".
"კაუნტდაუნი დაიწყო…
ომიკრონი, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას… ‼ ეს ნიშნავს, 2022 წლის ბოლოს ყველა ცოცხალ ადამიანს ექნება იმუნიტეტი!
კატეგორია 1: ვაქცინირებული
კატეგორია 2ა: სრულად გამოჯანმრთელებული,ვაქცინირებული (უმეტესწილად)
კატეგორია 2ბ: ლონგ-კოვიდი, პოსტ-კოვიდი (ბედნიერია, ვინც არ იცის ეს ორი მდგომარეობა რას ნიშნავს)არავაქცინირებული (უმეტესწილად)
კატეგორია 3: გარდაცვლილი - არავაქცინირებული (უმეტესწილად) მილიარდობით ადამიანია უკვე აცრილი და არანაირი განსაკუთრებული გართულება mRNA ვაქცინების არ გამომჟღავნებულა. ასე რომ არც ერთი სერიოზული და მეცნიერულად გამართლებული არგუმენტი ვაქცინაციის წინააღმდეგ აღარ არსებობს!! მეცნიერება აქაც იმარჯვებს! მარცხდებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მეცნიერების წინააღმდეგ ილაშქრებენ, თავს იღუპავენ და სხვასაც ღუპავენ! ‼
მე-2ა კატეგორიაში მოხვედრა გაცილებით გაუადვილდებათ ვაქცინირებულებს. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბარი უკვე უხერხულია და აღარც ვაპირებ. პოპულისტ ფანატიკოსებთან დღევანდელ დღეს დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის. პრობლემა ის არის, რომ სწორედ ეს კატეგორია გადაავსებს კლინიკებს და ჩამოშლის სამედიცინო სისტემას, რაც უკვე წლის დასაწყისში შეიძლება მოხდეს. ეს რეალური პროგნოზი და არა წინასწარმეტყველებაა! ‼ ამიტომ დღეს ბუსტერის აუცილებლობას მინდა ხაზი გავუსვა!!! ‼ mRNA-ვაქცინების მე-2 აცრიდან 15 კვირაში დაცვა მკვეთრად მცირდება, სწორედ ამიტომაც შემცირდა მე-2 აცრასა და ბუსტერს შორის ხანგრძლივობა 3 თვემდე. ‼
განაგრძეთ კითხვა