ცნობილი ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. მან ცოტა ხნის წინ ქეთი ძიგუაზე იქორწინა. წყვილმა თაფლობის თვე კუნძულ მალიორკაზე გაატარა, ქორწილის ულამაზესმა კადრებმა კი დიდი მოწონება დაიმსახურა.
ამჯერად წყვილი ახალი წლის ღამეს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მათ დღესასწაული ოჯახურ გარემოში აღნიშნეს და ულამაზესი ნაძვის ხის ფონზე პოზირებაც მოასწრეს. ლევანმა და ქეთიმ სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღეს: „ვთბები და ვტკბები თქვენი ფოტოებით“, „ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ“, „ჯადოსნური ადამიანები, წარმატებული წელი გქონდეთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.