სულ ცოტა ხნის წინ სოფო ნიჟარაძე საქართველოში შვილთან, ელის-მარიასთან ერთად დაბრუნდა და პაუზის შემდეგ აქტიურად განაგრძო მუსიკალური კარიერა. მან არაერთ საახალწლო კონცერტზე იმღერა და სცენაზე პირველად პატარა ელის-მარიასთან ერთადაც გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დედა-შვილის გამოჩენას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოჰყვა: „ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად მოგვესალმება ელის-მარია სააკაშვილი, ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი" - წერდა ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ამჯერად „მთავარი არხი“ სოციალურ ქსელში სახალისო კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებდნენ საახალწლო კონცერტს სოფოსა და ელის-მარიასთან ერთად.