იმ შემთვევაშიც კი, თუ თქვენი ურთიერთობა იდეალურია, არსებობს შანსი, რომ რაღაცამ ეს სიმყარე შეარყიოს. იმისთვის, რომ უსაფუძვლო ეჭვიანობამ არ შეგიპყროთ, გთავაზობთ ხერხს, როგორ უნდა დარწმუნდეთ პარტნიორისა და საკუთარ გრძნობებში. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია და არ უნდა ეცადოთ მის საზღვრებში მოქცევას, სხვასთან შედარებას. ჩვენ გთავაზობთ სიას, რას აკეთებენ ნამდვილი შეყვარებულები ერთად:
თქვენ მუდმივად გაქვთ ურთიერთობა
იმისდა მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ხვდებით, მაინც არ წყვეტთ ერთმანეთისთვის საყვარელი შეტყობინებების წერას, ინტერნეტში ნაპოვნი ფოტოების და სულელური ხუმრობების გაზიარებას. თქვენ საუბრობთ facetime-ით, თუ რომელიმე თქვენგანი სხვა ქვეყანაშია და ძილის წინ აუდიოშეტყობინებებს უგზავნით ერთმანეთს.
თქვენ ხშირად ეხუტებით ერთმანეთს
ჩახუტება თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალია. როგორც კი ჩაეხუტები, რა თქმა უნდა, დაცულად გრძნობ თავს და ის მთელ სითბოს დებს თქვენში. ბევრი მეცნიერი, სხვათა შორის, დარწმუნებულია, რომ ჩახუტება ჩვენში ოქსიტოცინის (სიხარულის ჰორმონის) კიდევ უფრო მეტ პროცენტს აღვიძებს, ვიდრე კოცნა.
თქვენ არ ერიდებით ერთმანეთისთვის გრძნობებისა და გამოცდილების გაზიარებას
მაშინაც კი, თუ თქვენი პარტნიორი ზედმეტად თავშეკვაებული და ცივია, როცა სამსახურში ან ნათესავებთან პრობლემები აქვს, აუცილებლად გიზიარებთ. თქვენ, იცით, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ დაეყრდნოთ მას. და თქვენ არ გეშინიათ ერთმანეთს ესაუბროთ გრძნობებსა და სურვილებზე - ეს სიყვარულს კიდევ უფრო მტკიცეს ხდის.
თქვენ ზრუნავთ ერთმანეთის ინტერესებზე
თუ მას მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, დიდი ალბათობით, დაესწრებით, მიუხედავად იმისა, რომ შორს ხართ ფეხბურთის სიყვარულისგან. ეცდებით, დამუხტოთ ის დადებითი ენერგიით. სამაგიეროდ, ის უარს არ იტყვის თქვენთან ერთად თეატრში წასვლაზე „იმ უცნაური სპექტაკლის“ სანახავად ან ახალ გამოფენაზე თქვენთან ერთად საათობით ბოდიალზე.
თქვენ ხშირად უკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს
ის მოგიტანთ თქვენთვის საყვარელ სუნამოს, თქვენ კი უმიზეზოდ აჩუქებთ ხელთათმანებს სპორტდარბაზისთვის. მას შეუძლია იყიდოს ორი ბილეთი ზაფხულში, თუნდაც შაბათ-კვირისთვის და ამის შესახებ გითხრათ გაფრენის წინა დღეს, თქვენ კი რომანტიკულ ვახშამს მოაწყობთ შუა კვირაში. თქვენთვის სასიამოვნოა ერთმანეთის სიამოვნება, თუნდაც ეს სიურპრიზები ზოგჯერ სრულიად უმნიშვნელო იყოს.
თქვენ დაუფიქრებლად ხუმრობთ ერთმანეთთან
თქვენ გაქვთ ხუმრობები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გესმით. თქვენ იცით, როგორ მოაგვაროთ კონფლიქტები, აქცევთ ყველაფერს ღიმილად და ხანდახან ეხუმრებით ერთმანეთს, როგორც ძველი მეგობრები. მერწმუნეთ, ძალიან იშვიათია, როცა საპირისპირო სქესის ორ ადამიანს ერთნაირი იუმორის გრძნობა აქვს.
ერთად გეგმავთ მომავალს
არა, თქვენ არ ითვლით, რამდენი დაჯდება თქვენი ქორწილი, უბრალოდ გიყვართ საუბარი იმაზე, თუ რომელ ქალაქში შეძლებდით ცხოვრებას რამდენიმე თვის განმავლობაში და სად წახვიდოდით საოცნებო შვებულებაში. ასევე გიყვართ ბინის რემონტი და ყოველთვის იპოვით კომპრომისებს კედლებისა და ავეჯის ფერის არჩევისას.
თქვენ არ გეშინიათ, სადმე ერთად გამოჩნდეთ
ნებისმიერ კომპანიაში - იქნება ეს თქვენი მეგობრები თუ მისი - თავს კომფორტულად გრძნობთ ერთად. დროს მეგობრებთან სასიამოვნოდ ატარებთ, თუმცა, როგორც კი ერთმანეთის მკლავებში დაბრუნდებით, საღამო კიდევ უფრო მხიარული ხდება. გიყვართ სადმე ერთად წასვლა და არც კი გიფიქრიათ, რომ რომელიმე თქვენგანი შეუფერებელი იქნება ამა თუ იმ კომპანიაში.
ამაყობთ ერთმანეთის მიღწევებით
მწუხარებაში საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა საქმის ნახევარია, მაგრამ მისით გულწრფელად გახარება შეიძლება რთული იყოს. თქვენ პატივს სცემთ ერთმანეთის სურვილს განვითარებისა და ახალი ნაცნობების შეძენისას და როცა საყვარელი ადამიანი მიაღწევს მიზანს, თქვენ გულწრფელად ამაყობთ მისით.