მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული ასევე მსახიობი მარიამ ნადირაძეა. წყვილს ერთი გოგონა, ნიკა ჰყავს. ნიკა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ვიდეოებს ასობით მოწონება აქვს.
ამჯერად გიორგი მახარაძე სწორედ ქალიშვილის, ნიკას ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ პატარა გოგონა უკვე ერთი წლისაა. როგორც ჩანს, იუბილარს მშობლებმა სადღესასწაულო გარემო შეუქმნეს, სახლი დეკორაციებით მორთეს და დაბადების დღის ტორტიც ჩააქრეს.