"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელმა, რეჟისორმა გუკა რჩეულიშვილმა, "იმედის" ეთერში, გადაცემაში "ნოესთან", საკუთარი ცხოვრების რთული პერიოდების შესახებ ილაპარაკა. გუკა შეეხო ნარკოტიკების თემასაც და აღნიშნა, რომ მათი მოხმარება 13 წლის ასაკიდან დაიწყო.
"13 წლიდან ვიღებდი ნარკოტიკებს. ეს 90-იანი წლების პერიოდი იყო. მაშინ ქუჩის ბიჭები მოსწონდათ გოგონებს, ქუჩის ბიჭები კი ნარკოტიკებს მოიხმარდნენ. ამიტომ დავიწყე... ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ნარკოტიკებთან ბრძოლა აკრძალვებით არ ხდება. როგორც კი ლიბერალური იქნება კანონი, ნარკოტიკი დაკარგავს რომანტიკას და ბავშვებისთვის არ იქნება მიმზიდველი. ვიღაც გოგოს თავი რომ მოაწონო, არ დაგჭირდება ნარკოტიკი, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება." - აღნიშნა მან.
გუკას თქმით, ნარკოტიკები მისი ოთხივე ქორწინების დასრულების მიზეზი გახდა.
გუკა ახლა მეოთხე ქორწინებაშია ლელა კილაძესთან, რომელთანაც გარკვეული პერიოდი დაშორებული სწორედ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო იყო. 2020 წელს ლელა კილაძემ თავად მიმართა სამართალდამცველებს, რის შემდეგაც გუკას ოჯახური ძალადობის დანაშაულის ბრალებით ციხეში გარკვეული პერიოდის გატარება მოუხდა. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი შერიგდნენ.
გადაცემაში გუკა რჩეულიშვილმა გაიხსენა ლელა კილაძის გაცნობისა და მასზე დაქორწინების მომენტები. მისი თქმით, როდესაც წყვილმა ერთმანეთი გაიცნო, ორივე ქორწინებაში იყო. ლელა კილაძე მაშინ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მეუღლე იყო.
"ლელას ვიცნობდი ბევრი წლის განმავლობაში. მარტო მივედი ერთ-ერთ კლუბში. თვითონ იყო თავის მეგობრებთან ერთად. ჩავეხუტე და ისე სხვანაირად ჩავეხუტე, მივხვდი, რომ ჩემთან იქნებოდა. მაშინ მე ცოლი მყავდა და მას - ქმარი. მორალურ მხარეზე არ მინდა ლაპარაკი, თუმცა არსებობს ასეთი გამონათქვამი: ის სიყვარული და ქორწინება შეიძლება შედგეს ბედნიერად, როდესაც მისი მონაწილეების ერთად ყოფნის წინააღმდეგია საზოგადოებაო. დანარჩენი სხვა სიტუაცია, საზოგადოების შეკვეთაა. ჩემი გადაწყვეტილებები სულ წინააღმდეგობაში იყო საზოგადოებასთან... მე და ლელა პირველი შეხვედრიდან წელიწად-ნახევარში დავქორწინდით." - თქვა მან... გაგრძელება