ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი „ფორტუნას“ სტუმრობდა, სადაც პანდემიურ ცხოვრებაზე, ოჯახსა და კარიერაზე ისაუბრა:
„მიუხედავად იმისა, რომ "ომიკრონი" გვიტევს და საკმაოდ დატვირთული და დაძაბული დღის გრაფიკი მაქვს, მაინც კარგ განწყობაზე ვარ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ღიმილი და კარგი განწყობა ადამიანს შველის. როგორც ამბობენ, ზოგი ჭირი მარგებელიაო. ჩემი თავი ვიპოვე "ტიკ-ტოკზე". შემდეგ ამას თავი დავანებე. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, თუმცა არიან ტიკ-ტოკერები, ძალიან ზედმეტი მოსდით, შემაწუხებელია”.
კითხვაზე, რატომ აქვს საზოგადოებას მისდამი განსაკუთრებული ინტერესი, სალომემ უპასუხა, რომ ის საკუთარ პირად ცხოვრებას არ მალავს და მიზეზიც ესაა: „მე მგონია, რომ უბრალოდ ჩემს პირადს არ ვმალავდი, რაც სიმართლე გითხრა, არცთუ ისე კარგია. როდესაც ხარ გულახდილი, ამას საზოგადოების მხრიდან მუდამ კრიტიკა მოსდევს და შემდეგ გული გწყდება. არადა ზოგი, ვინც ძალიან აკადემიურია, არადა, ზუსტად იცი, რომ სინამდვილეში სრულიად სხვანაირია, ასეთებზე სულ კარგს წერენ. ასეთ დროს ხვდები, რომ პირადული არ უნდა გამოიტანო, ძალიან ბევრი არის ბოღმა, არის შურიანი, ზის სახლში, არ არის რეალიზებული; ამ დროს ხედავს სალომე გოგიაშვილს ეკრანზე, შემდეგ დაწერს, რომ ცუდი ხარ, უგემოვნოდ გაცვია და ა.შ… რაც შეეხება კრიტიკას, დედაჩემის მეშინია. არ არსებობს გადაცემა, რომ რამე არ მითხრას. როგორც კი მორჩება გადაცემა, ზარია ხოლმე და მეუბნება, რატომ იჯექი ასეო. ამიტომ სულ რაღაცის გასწორებაში ვარ ხოლმე”.