სელენა გომესი "დისნეიში" ვარსკვლავად ჩამოყალიბების წლებიდან, მრავალ მსხვილბიუჯეტიან ფილმში გამოჩნდა, რეკორდული რაოდენობის ალბომი გამოუშვა და კრიტიკოსების მიერ აღიარებულ შუებში ითამაშა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომღერალი ბავშვობიდან დიდ ფულს გამოიმუშავებს.
გარდა ამისა, სელენას "ინსტაგრამზე" 305 მილიონი გამომწერი ჰყავს. მას გამომწერების რაოდენობაში ქალი ვარსკვლავებიდან მხოლოდ კაილი ჯენერი უსწრებს. შესაბამისად, მომღერალს თითო პოსტში ძალიან დიდ თანხას უხდიან.
სელენას "დისნეი" თითო სერიაში 30 000 $-ს უხდიდა. ჯამში 106 სერიაში მან 3 მილიონი $ გამოიმუშავა. არაერთი ფილმის, წარმატებული ალბომის და მსოფლიო ტურის შემდეგ შემდეგ მან საკუთარი მაკიაჟის ხაზიც გახსნა. პირველივე წელს ბრენდმა 60 მილიონი $ გამოიმუშავა, ხოლო სელენას ერთ სარეკლამო პოსტში მილიონ დოლარზე მეტს უხდიან.
ჯამში მომღერლის წლიური შემოსავალი 75 მილიონ $-ს აღემატება.