კინოს ისტორიაში არ არის ბევრი მსახიობი, რომელიც მართლაც საკულტო გახდა, მაგრამ მიშელ პფაიფერის გმირის, საბედისწერო სილამაზის ელვირა ჰენკოკის სტილმა ფილმიდან „ნაიარევი სახე“ („Scarface“), ნამდვილად შეცვალა და გააძლიერა ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი განგსტერის შეყვარებული.
პფაიფერის კოსტიუმები შექმნა დიზაინერმა და დიზაინერების გილდიის ჯილდოს გამარჯვებულმა პატრიცია ნორისმა. ზღვის საფირონის ჩრდილის აბრეშუმისებრი კომბინაციის შექმნისას, რომელიც სპეციფიკური განათების დროს ზურმუხტისფერი ხდება, ნორისი შთაგონებული იყო დიზაინერ როი ჰოლსტონის მიერ, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკულ მოდაზე 70-იან წლებში მინიმალიზმისა და მარტივი ჭრის სიყვარულის გამო. კაბის ფერის ცვლილება განსაკუთრებით შთამბეჭდავია მაყურებლისთვის, რადგან ის კიდევ უფრო იდუმალ იერს სძენს მას, ხოლო მსახიობის უზადო გარეგნობას დაუვიწყარ ელფერს ანიჭებს.
საინტერესოა, რომ ელვირას ყველა კაბასა და კოსტიუმს არც ერთი ღილი ან შესაკრავი არ აქვს. გარდა ამისა, ჰენკოკის ტანსაცმელი გვახსენებს ჟან ჰარლოუს სურათებს 1931 წელს გადაღებულ ფილმში „საზოგადოებისთვის საშიშნი“ - Public Enemy.
პფაიფერის კომბინაცია დღემდე ჩვენთან „ცხოვრობს“ და აქტუალობას არ კარგავს.