საიდუმლოდ არავისთვის დარჩენილა ის, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2022 წლის „მეთ გალაზე“ იმყოფებოდნენ. მართალია, ისინი ცალ-ცალკე პოზირებდნენ და წითელ ხალიჩაზეც სხვადასხვა დროს მივიდნენ, ხოლო დასავლურ მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ ჰოლივუდის მსახიობი და რეჟისორი საკუთარი ქალიშვილის დედას არც კი მიახლოებია, მაგრამ ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ისინი კვლავ ერთად არიან.
ბრედლი, სავარაუდოდ, მთელი საღამო კარგ ურთიერთობას იჭერდა ცერემონიის სხვა დამსწრეებთან, რასაც მოწმობს ოფიციალური კადრებიც.
მოდის საღამოს ფოტოგრაფების მიერ გავრცელებული კადრების გარდა, არსებობს მობილურით გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ირინა და ბრედლი ერთად საკმაოდ ბედნიერები ჩანან.
ირინამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სამახსოვრო სურათების სერია წარწერით: „ყველაზე საყვარელ ადამიანებთან ერთად“. მარჯვენა მხარეს არის მისი მეგობარი და დიზაინერი რიკარდო ტიში, რომელმაც ირინას „მეთ გალას“ სამოსი შექმნა, ხოლო მარცხნივ - ბედნიერი ბრედლი კუპერი, რომელიც ეხუტება შეიკს.
რატომ არ არის ირინა შეიკი კარგი დედა - რუსი დედები ტოპმოდელის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ
კანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ნახეთ ვარსკვლავური წყვილის პაპარაცული ფოტოები