როგორც ცნობილი გახდა, ნიკოლოზ წულუკიძე ტელეეკრანებს ხვალ დაუბრუნდება. ამის შესახებ განცხადება მისმა კოლეგებმა გააკეთეს:
„ხვალ ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა. გარდა იმისა, რომ 26 მაისია, ჩვენს ეთერში ჰარმონია დაბრუნდება - ხვალ ჩვენ ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად მოგესალმებით. ხვალ ნიკოლოზი ჩვენი მაყურებლის წინაშე ისევ იტყვის, რომ 12 საათი და ოცდაათი წუთია და ჩვენ ყველა ისევ ერთად ვართ“ - თქვა მარიკა ბაკურაძემ.
ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მისი მცირეწლოვანი შვილი მაღალი სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამ ფაქტის შემდეგ ის ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდება.