„სადაც იცი რომ ხალხს უყვარხარ - იშვიათად წადი, სადაც იცი რომ სძულხარ - არასდროს“, - ამბობს ერთ-ერთი ცნობილი ებრაული ანდაზა.
ადამიანებთან კომუნიკაცია ხშირად საკმაოდ მარტივია, თუმცა იმ შემთხვევაში განსაკუთრებით, თუ ცდილობთ ყველას ასიამოვნოთ, ყველასთვის კარგი იყოთ და გამუდმებით გაიზიაროთ სხვების აზრი.
ადამიანები შეცდომებს ხშირად უშვებენ, მაგრამ უფრო ხშირად არ აქვთ გამბედაობა, რომ შეცდომა აღიარონ, იპოვონ გამბედაობა და ჩამოშორდნენ ხალხს, რომლებსაც მათთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. ბევრმა მათგანმა იცის აკვიატება, ყოველთვის ცდილობენ თავი მოაწონონ მათ, ვისაც ეს არ აინტერესებთ და გამუდმებით რაიმეს მტკიცებაში არიან.
როგორ უნდა მოვიპოვოთ გამბედაობა და ვიმოქმედოთ უფრო ჭკვიანურად ასეთ სიტუაციაში?
1. საჭიროა მანძილი. რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ეკონტაქტოთ ადამიანს, რომელიც თქვენს გუნება-განწყობაზე ცუდად მოქმედებს. მათ არ უნდა გაუზიაროთ ინფორმაცია თქვენ შესახებ და არ უნდა მოუყვეთ ისეთი დეტალები, რომლებითაც შეეძლებათ მომავალში ზიანი მოგაყენონ.
2. ნუ ეცდებით ვინმესთან ყოფნას 24 საათის განმავლობაში. ასეთ სიტუაციებში ყველაზე ძვირფას და საყვარელ ადამიანებსაც კი შესაძლოა მობეზრდეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათი ცხოვრებიდან საერთოდ უნდა გაქრეთ, უბრალოდ ეცადეთ საჭირო ზომიერების პოვნა. დაუთმეთ მეტი დრო თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას.
3. გონივრულად მართეთ თქვენი ძირითადი რესურსები - დრო და ნერგია. ნუ დაუთმობთ დროს იმას, ვინც თქვენთვის იგივეს არ აკეთებს. გულუხვად დახარჯეთ ენერგია მათთვის, ვისაც უყვარხართ, თუმცა სწორად განსაზღვრეთ რამდენად გიღირთ ეს.
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ, 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
"ეს ამბავი ერთმა სტუდენტმა მომიყვა. მისი მოსმენისას გული ჩამწყდა - ეტყობოდა, ჩემს შეცდომებზე მიმანიშნებდა, რომლებიც მშობლებთან ურთიერთობის დროს დავუშვი..."
5 მეთოდი ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად