2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ფრანგული მოდის სახლმა Saint Laurent-მა ახალი კოლექცია ეიფელის კოშკის ფონზე წარადგინა.
სადაც ვიხილეთ სწორი, განიერი მხრები, მოკლე პიჯაკები, მასიური ოქროსფერი სამკაულები, წითელი ტუჩსაცხი, ტყავის ფერადი ხელთათმანები, ტანზე მომდგარი კომბინეზონები, ყვავილოვანი პრინტები და წელზე შემოხვეული ქამრები, რომლებიც ოთხმოციანი წლებისა და პიკასოს სტილის მიმართ ერთგვარ პატივის მიგებას წარმოადგენდა.