ბოლო დროს წონასთან დაკავშირებულმა საკითხებმა კიდევ უფრო წინა პლანზე წამოიწია. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მოდის სახლები აქტიურად ნერგავენ ნებისმიერი ზომისა და ფორმის სამოსის ტენდენციებს, ქალები ხშირად გრძნობენ დისკომფორტს საკუთარი წონის გამო.
ფსიქოლოგები მსგავს საკითხებზე ძალიან ბევრს საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზა მისი კარგად ანალიზია.
მაგალითად, ადამიანები წონას რამდენიმე კატეგორიად ყოფენ. გამხდარ სხეულად მიაჩნიათ ისეთი ფორმები, რომლებიც ყველაზე ცნობილ მოდელებს აქვთ, მაგრამ არ უკვირდებიან იმას, რომ ამ მოდელების ფოტოების უმეტესობა ფოტოშოპით სპეციალურად არის დამუშავებული.
ამას გარდა, წონის პრობლემებს და მის აქტიურ განხილვას ყველაზე ხშირად სოციალურ ქსელებში ვხვდებით. ბრიტანელი ფსიქოლოგები გვთავაზობენ, რომ საკუთარ თავებში ნაკლის ძებნის ნაცვლად დავბლოკოთ და თავი ავარიდოთ ყველა ისეთ არხს, რომელიც ჩვენში არასრულფასოვნების კომპლექსს აღვიძებს.
გახსოვდეთ, არავინ არის ვალდებული, მოერგოს მსოფლიოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.
ფსიქოლოგები ასევე ამბობენ, რომ როგორც კი ადამიანი გონებით მივა ამ გადაწყვეტილებამდე და გაიაზრებს, რომ მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, იქნება თუ არა "გამხდარი", მაშინვე იგრძნობს თავს ბევრად უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად.
ბოლოს კი ისინი გვთავაზობენ, რომ თავი ავარიდოთ სხეულის ფორმების გრძელი ტანსაცმლით დაფარვას და კომფორტულად ვიყოთ ყველაფერში, რაც გვაცვია. სანაცვლოდ კი გარშემო მყოფი ადამიანებიც დარწმუნდებიან, რომ წონა მხოლოდ რიცხვებია და ქალის თავდაჯერებულობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს.