ქეით მიდლტონი დედოფლის იუბილესადმი მიძღვნილი თითქმის ყველა ღონისძიების მასპინძელი იყო. სწორედ ქეით მიდლტონმა პირადად მოინახულა ყველა ის ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საიუბილეო ღონისძიებების ორგანიზებაში.
ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ქეითი ბრწყინავდა „ალესანდრა რიჩის“ ცისფერ, კოპლებიან კაბაში, რომელიც „ჯიმი ჩუს“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. მოდის ექსპერტები წერენ, რომ ქეითის ეს კაბა დღეს ზაფხულის ყველაზე მოთხოვნადი სამოსი გახდა.
თეთრი კაბა მაქმანებით, დიდი შლაპა ყვავილებით და ქოლგა „მერი პოპინსის“ სტილში – ქეითის მორიგი ეფექტური გამოსვლა იყო.