მათ, ვინც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებს“ თვალს ადევნებს, ახსოვს, რომ რამდენიმე სერიის წინ სოსომ კატოზე ფიზიკურად იძალადა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ქალმა სერიალში შექმნილი მდგომარეობა რეალურ ფაქტებთანაც კი დააკავშირა. ახლა კი სცენარისტებმა კატო და სოსო შეარიგეს, რასაც მაყურებელთა ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა:
„სამწუხაროდ, რამდენი კატო გვყავს გარშემო;
კიდევ დაარტყას, ღირსი იქნება;
ვერ ვიტან ამ ტიპაჟის ქალებს, საკუთარი თავის ფასი რომ არ იციან. უფრო მეტიც, ღირსები ხართ, რაც მერე გემართებათ! რა აპატიო, რა მოითმინო? თავში ხომ მშვიდობით ხართ?! ნუ, კატოს პერსონაჟი ყველაფერთან ერთად უთავმოყვარეო შტერიც ყოფილა;
ეს სიტუაცია მივა მკვლელობამდე;
კატოს უთავმოყვარეობას საზღვარი არ აქვს;
ასეთი დებილი ქალები მეტის ღირსები არიან, სცემა და აქეთ შეეხვეწა და შეეტენა. უთავმოყვარეო, შტერი კატეგორიის ქალები შეცოდების ღირსებიც კი არ არიან…“ - წერენ სოციალურ ქსელში.