ქართველი მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს გამომწერებს ხშირად უზიარებს და საკუთარ ცხოვრების წესზე კამერების წინაც არაერთხელ უსაუბრია.
გვანცა შვილებთან და მეუღლესთან - ვახო მჭედლიძესთან ერთად მცხეთაში ცხოვრობს და საკმაოდ აქტიური ცხოვრებითაა დაკავებული, თუმცა, როგორც თავად ამბობს, დასვენებისთვის დრო ყოველთვის რჩება.
ცოტა ხნის წინ გვანცამ თავისი და ვახოს ფოტო საკუთარ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.