შალვა ნათელაშვილისა და ბელა ალანიას ვაჟი ბექა ნათელაშვილი ცოლს ირთავს. ნიშნობის ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ეს ამბავი საზოგადოებას ბელა ალანიამაც ამცნო, რომელმაც საკუთარ „ფეისბუქგვერდზე" პოსტი გამოაქვეყნა და წყვილს ბედნიერება უსურვა.
„დედამთილი ვარ!
რას ერჩიან ხოლმე ამ დედამთილებს?! პირობას ვდებ, რომ კარგი ვიქნები. ლომისის მადლი ფარავდეს ჩემს ბექა და ნატას! ბედნიერებას ვულოცავ!“ - წერს ალანია.
ნიშნობას თავად შალვა ნათელაშვილიც პოსტით გამოეხმაურა:
"არ მოშლილიყოს ბედნიერება და ახალი ოჯახები საქართველოში. ვულოცავ ნატას, ბექას, სალომეს და მიშას“, - წერს "ლეიბორისტების“ ლიდერი.
"ესეც გაივლის, ჩემო… დღეს შენთვის გათენდება, შენთვის გაბრწყინდება მზე!" - ბელა ალანიას ემოციური წერილი შალვა ნათელაშვილს
"როცა მთელი ოჯახი სახლში ვართ, ყველამ იცის, რომ შალვას კარი მე უნდა გავუღო; სანამ ცოცხალი ვარ, ეს მე უნდა გავაკეთო” - ბელა ალანია