სამსახურში ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან; იყავით დაკვირვებული დეტალებთან. თავისუფლებისკენ სწრაფვამ შეიძლება გაგიფუჭოთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მშობლებთან. ახალი იდეების განხორციელება პარასკევიდან დაიწყეთ.
ოთხშაბათამდე დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოიცილეთ ყველა უსარგებლო ნივთი. თუ მშობლებთან ერთად ცხოვრობთ მეტად იზრუნეთ მათზე. უქმეებზე გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად, მხიარულებისა და ტურისტული მგზავრობისთვის.
მიმოიხედეთ, გარშემო უმრავი საინტერესო ადამიანია, ვინც დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში. მარტოხელები პარასკევიდან განეწყვეთ სასიამოვნო ნაცნობობისთვის. უქმეებზე სუფთა ჰაერზე დასვენების მეტი არაფერი დაგეგმოთ.
ახალმთვარეობამდე ახალი საქმეების დაწყებას არ გირჩევთ. უმჯობესია, დანაპირები, ვალდებულება აასრულოთ. პარასკევიდან მეტად გააქტიურდით, დაისახეთ ახალი მიზანი, რაც გამარჯვებას, წინსვლას მოგიტანთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ; ჩაერთეთ საერთო საინტერესო საქმიანობაში.
კვირის დასაწყისში გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, გახშირდება მეგობრული შეხვედრები და სამომავლო იდეების განხილვა, მაგრამ ეცადეთ, ყველა ახალი საქმის დაწყება პარასკევისთვის გადადოთ. შეიძლება ფარული რომანტიკული ურთიერთობა გააბათ ან ინტერნეტნაცნობობამ გაგიტაცოთ.
გახშირდება მეგობრული შეხვედრები და მხიარულად დროის გატარების სურვილი. ახალი საქმეები ხუთშაბათ-პარასკევიდან დაიწყეთ. კარგი იქნება, თუ მეგობრებს, თანამოაზრეებს აიყოლიებთ. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, დაიწყეთ ბლოგის წერა.
არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბავს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ეცადეთ, მათთან შეთანხმებულად იმოქმედოთ. პრეტენზიები და სურვილები მშვიდად განიხილოთ. უქმეებზე გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან.
შეხვედრებითა და ნაცნობობით დატვირთული კვირა გელოდებათ. ახალი საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა მოგეცემათ. ზოგიერთი შეიძლება მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ადრე ან რომანი, ან საქმე გაკავშირებდათ. მასთან ურთიერთობის აღდგენა და გაგრძელება დასაფიქრებელია.
მხოლოდ საკუთარ თავზე და სურვილებზე ხართ ორიენტირებული. კარგი იქნება, თუ ხანდახან მაინც იკითხავთ პარტნიორის მოსაზრებას და გაითვალისწინებთ მათ სურვილებს. მეგობრებთან ერთად დაგეგმთ უქმეებზე სამოგზაურო მარშრუტი.
შეამცირეთ დატვირთვა. განსაკუთრებით კვირის დასაწყისში. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას. ახალი საქმეები დაიწყეთ ხუთშაბათიდან. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
შეადგინეთ გეგმა და მის მიხედვით იმოქმედეთ. არ გირჩევთ ქაოსურობას არც სამსახურის საქმეებში და არც სახლში, პირად ურთიერთობაში. დაწყვილებულებმა რომანტიკულად გაატარეთ უქმეები.
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. ხშირად შეკრიბეთ ნათესავები თქვენს სახლში. პარასკევიდან ჩაერთეთ ახალ პროექტებში, საქმეებში. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. იყავით გააზრებული, ნუ შეიძენთ ყველაფერს, რასაც გთხოვთ შვილი.