კარდაშიანების რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი ფარული ნიჭი სახეზე მაკიაჟის გაჩერებაა. რამდენიმე კვირის წინ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ცურვაც კი შეუძლია ისე, რომ მაკიაჟი არ გაიფუჭოს.
მოგვიანებით კიმმა ამ თემაზე უფრო ვრცლადაც ისაუბრა:
„ნიჭი, რომელსაც ვფლობ, საკმაოდ უცნაურია და არ ვიცი, უნდა გასწავლიდეთ თუ არა, მაგრამ შემიძლია მაკიაჟით ძილი, მძინავს და მაკიაჟს არასდროს ვაფუჭებ. ამიტომ, როდესაც დილით ადრე მჭირდება ხოლმე გასვლა, მაკიაჟს წინა ღამით ვიკეთებ. ჩემს სახეზე მაკიაჟი ძალიან დიდხანს ძლებს, არ ვიცი, რატომ“ - თქვა კარდაშიანმა.
შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი ფოტომოდელი, გასული წლის მოდის სიმბოლო და „ბალენსიაგას“ სახეა, რომელსაც „ინსტაგრამზე“ მილიონობით გამომწერი ჰყავს და მისი არცერთი ნაბიჯი არ რჩება პაპარაცების ყურადღების მიღმა. ამიტომ კიმი მაკიაჟის გარეშე თითქმის არასდროს ჩნდება.
კიმ კარდაშიანი აცხადებს, რომ 4 შვილის მოვლით ძალიან დაიღალა: "ძალიან ვიღლები, ზოგჯერ დასასვენებლად ოცი წუთიც კი არ მრჩება"
„ასე ხდება, როდესაც კლოუნს ხვდები“ - რას წერენ ქანიე უესტისა და მისი მეგობარი გოგონას დაშორების შესახებ კიმ კარდაშიანის გულშემატკივრები
როგორ შეძლო კიმ კარდაშიანმა 21 დღეში 7 კილოგრამის დაკლება - შიმშილი თუ დიეტა მერლინ მონროს ლეგენდარული კაბის მოსარგებად