„11 ულამაზესი და სიყვარულით სავსე წელი მაჩუქა ამ ბიჭმა, წინ კიდევ ბევრი დაუვიწყარი თავგადასავალი გველოდება უკვე სანისთან ერთად“ - ნუცა ქავთარაძე არჩილ სოლოღაშვილს ემოციური პოსტით მიმართავს - Marao
ტელესახე ნუცა ქავთარაძისა და მსახიობისა და ტელეწამყვანის, არჩილ სოლოღაშვილის სიყვარულის ისტორია უკვე 11 წელს ითვლის. ამასთან დაკავშირებით ნუცა პოსტს „ფეისბუქზე“ გვიზიარებს.
„11 ულამაზესი და სიყვარულით სავსე წელი მაჩუქა ამ ბიჭმა. მიყვარხარ, წინ კიდევ ბევრი დაუვიწყარი თავგადასავალი გველოდება უკვე სანისთან ერთად“, – წერს ნუცა.
არჩილის და ნუცას წყვილს ტელეეკრანიდან თითქმის ყველა იცნობს. წყვილს ერთი შვილი, სანი ჰყავს, რომელიც მშობლებთან ერთად ხშირად ჩნდება და მათი გადაცემების ჩაწერებსაც აქტიურად ესწრება.