მოდელი და ტელესახე თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და შვილის, ანდროს ფოტოებსაც საკმაოდ ხშირად აზიარებს. ანდრო ანთელიძე თიკასა და დავით ანთელიძის უფროსი ვაჟია. ანდრო ჯერ მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა სამწვრთნელო საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ის კალათბურთის თამაშს უთმობს.
როგორც ცნობილია, ანდრო კალათბურთელია და თან საკმაოდ წარმატებულიც. მან კარიერა ასაკობრივ გუნდებში დაიწყო, გასულ სეზონში კი სუპერლიგაში “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის, დავით როგავას ასისტენტი იყო.
ამჯერად თიკა ახალ ვიდეოს აზიარებს, სადაც სახლში დაბრუნებულ ანდროს ძმა თბილ დახვედრას უწყობს.