დიეტოლოგები დიდი ხანია აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ მკაცრი დიეტები უკიდურესად საზიანოა ორგანიზმისთვის. შეიძლება შედეგს მიაღწიოთ, მაგრამ ორგანიზმის გაუწონასწორებელი დიეტა „დაიმსხვრევა“. ყველაზე ეფექტური წონის დაკლება და, ამავდროულად, შესანიშნავი დეტოქსიკაცია, ექიმების აზრით, ვაშლის დიეტაზე ყოფნის დღეებია.
ვაშლი საოცრად ჯანსაღი და, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საკვებია. ვაშლის დიეტის ბევრი ვარიაციაა! ვაშლი სავსეა საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით. კერძოდ, ვაშლი შეიცავს ვიტამინებს B, E, PP, E, ასევე მინერალებს, როგორებიცაა, კალიუმი, რკინა, მანგანუმი, კაროტინი, პექტინები, კალციუმი და სხვ. გარდა ამისა, ნებისმიერი ჯიშის ვაშლი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც არა მარტო ეწინააღმდეგება უჯრედების დაბერებას, არამედ იცავს ფილტვებს მავნე ეკოლოგიისა და თამბაქოს კვამლისგან. ვაშლი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ხოლო პოლიფენოლები და ფლავონოიდები ებრძვიან სიმსივნის უჯრედებს. ვაშლი ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალიზებას და აღადგენს მასში მიკროფლორას.
კლასიკური დიეტის დღე მოიცავს მხოლოდ ორ ინგრედიენტს - ვაშლსა და მინერალურ წყალს. დღეში 2 კგ ვაშლი უნდა მიირთვათ და მისი მოხმარება გაყოთ 6 თანაბარ ნაწილად, რომლებიც უნდა მიირთვათ რეგულარული ინტერვალებით. ასევე, დღეში უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი მინერალური წყალი გაზის გარეშე. ის შეიძლება შეიცვალოს მწვანე ჩაით, მაგრამ შაქრის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ დაბალი წნევა. ყოველი ჭამის შემდეგ თქვენ უნდა დალიოთ 1 ჭიქა გაზიანი სასმელი ან მწვანე ჩაი.
ასევე, ვაშლის დიეტის დღე შეიძლება გამომცხვარი ხილის ჭამით გაატაროთ, რისი დამზადებაც საკმაოდ მარტივია. თითოეული ნაყოფი გაჭერით ორ ნაწილად, თესლის ამოღებისას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნატურალური თაფლი და მოაყარეთ დარიჩინი. ის უნდა მიირთვათ ყოველ ორ საათში ერთხელ.
თუ მხოლოდ ვაშლზე დღის გატარება ძალიან რთული გეჩვენებათ, სცადეთ, დიეტის დღე ვაშლსა და უცხიმო ხაჭოზე გაატაროთ. ასეთი დღე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია და რეკომენდებულია ორსულებისთვისაც კი. მთელი დღის განმავლობაში დაგჭირდებათ კილოგრამი ვაშლი და 600 გრ ხაჭო. რაც შეეხება სასმელებს, ისინი პრაქტიკულად შეუზღუდავია, გარდა კოფეინის შემცველი სასმელებისა. ასევე ძალიან გავრცელებულია დიეტის დღე ვაშლსა და კეფირზე. აიღეთ 1 კგ ვაშლი და საშუალოდ ცხიმიანი კეფირი, საკმარისია 2,5%.
ვაშლის დიეტა ითვლება არა მხოლოდ დეტოქსიკაციისა და წონის დაკლების ყველაზე ეფექტურ საშუალებად, არამედ ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის და მეტაბოლური აღდგენის შესანიშნავ პროფილაქტიკად.