ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ქორწინებიდან სამი კვირის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ერთად ნაკლები დრო გაატარონ და ერთმანეთს დროებით დაშორდნენ. მათ სჯერათ, რომ ეს ნაბიჯი მათ ურთიერთობას გრძელვადიან პერსპექტივაში წაადგება. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Life წერს. მიზეზი, წყვილის აზრით, ერთმანეთისადმი კავშირის გაძლიერებაა.
ცოტახნის წინ ჯეი ლო და ბენი შვილებთან ერთად სანტა-მონიკაში, „დანქინ დონატსის“ კაფეს ესტუმრნენ. პაპარაცებმა ჯენიფერი და ბენი ქუჩაში, მხურვალე კოცნისა და ჩახუტების დროს გადაიღეს. სწორედ ასე პასუხობს ახლად დაქორწინებული წყვილი ბოლო დროინდელ ჭორებს.