მომღერალი სოფო ნიჟარაძე თავისი და მიხეილ სააკაშვილის შვილის, ელის-მარიას ვიდეოებს თუ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით ხშირად აქვეყნებს. მას შემდეგ, რაც ელისი სოფოს საახალწლო კონცერტზე გამოჩნდა, მას უკვე ათასობით გულშემატკივარი ჰყავს.
სოფო შვილთან ერთად დიდ დროს ატარებს და მის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული. დედა-შვილი ხშირად დადის დასასვენებლად და სოციალურ ქსელებშიც უამრავ თბილ კომენტარს იმსახურებს.
ამჟამად სოფო და ელისი ბაკურიანში ისვენებენ. მომღერალი შვილის ფოტოებს სასტუმროდან აქვეყნებს.