1970 წელს ნორვეგიის პოლიციამ ვერ ახსნა ქალის იდუმალი სიკვდილი, რომლის ცხედარი ნაწილობრივ დამწვარი იპოვეს. BBC-ის კორესპონდენტების ცნობით, 2016 წელს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ახალი ბიძგი მისცეს ამ გამოძიებას და მეცნიერებს სთხოვეს დარჩენილი დნმ-ის გამოკვლევა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
1970 წლის 29 ნოემბერს პროფესორი ორიარ ოინი ორ ქალიშვილთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრა ისდალენის ველში, რომელიც ცნობილია როგორც სიკვდილის ველი. შუა საუკუნეებში იქ ადგილობრივები ხშირად იკლავდნენ თავს და 1960-იან წლებში რამდენიმე ტურისტიც დაიღუპა. სწორედ მათ აღმოაჩინეს ქალის დამწვარი ცხედარი. დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღნიშნა, რომ უცნობის დამწვრობა მხოლოდ ერთ მხარეს იყო განვითარებული, ზურგი კი უვნებელი გადარჩა. დამწვარი ტანსაცმლის ნაშთებზე არც ერთი ეტიკეტი არ იყო, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის დადგენა, რომელ მაღაზიაში იყო ნივთი შეძენილი. შესაბამისად, მყიდველის სახელის გარკვევაც შეუძლებელი იყო.
სამართალდამცავებმა ცხედრის გვერდით რამდენიმე ნივთი იპოვეს: ლიქიორის ბოთლი, ორი ნაწილობრივ ნახშირბადიანი წყლის ბოთლი, საყურე და ბეჭედი. ნივთები ისე იყო განლაგებული, რომ ერთი შეხედვით რიტუალს მოგაგონებდათ.
კისრის მარჯვენა მხარეს ცხედრის გასინჯვისას სასამართლო-ექსპერტებმა დიდი სისხლჩაქცევა აღმოაჩინეს, მაგრამ ვერ გაარკვიეს, ქალს რაიმე მოხვდა თუ თვითონ დაეცა ნივთზე. ქალის ორგანიზმში 50-მდე საძილე ტაბლეტი აღმოაჩინეს. გამოძიებამ დაადგინა რომ როდესაც სხეული იწვოდა, გარდაცვლილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. პოლიციამ დაასკვნა რომ ეს თვითმკვლელობა იყო, მაგრამ ვერც ცხედრის ვინაობა და ვერც დამატებითი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს.
თუმცა ბერგენის რკინიგზის სადგურის თანამშრომლებმა გარდაცვლილის ვინაობის დადგენა შეძლეს. აღმოჩნდა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან სათავსოში ორი ჩემოდანი დატოვა. თითის ანაბეჭდებმა დაადასტურეს, რომ ბარგი სწორედ ამ ადამიანს ეკუთვნოდა. ჩემოდნებში იყო სათვალეები, ტანსაცმელი, რომელსაც იარლიყები არ ჰქონდა, პარიკები, ფული რამდენიმე ქვეყნიდან, კოვზები, კოსმეტიკა და სხვა აუცილებელი ნივთები.
პოლიციამ დაადგინა, რომ 164 სმ სიმაღლის ქალი დაახლოებით 40 წლის იყო. უცნობ შავგვრემანს გრძელი თმა, ყავისფერი თვალები, მრგვალი სახე და პატარა ყურები ჰქონდა.
ოსკარის (და მოგვიანებით სხვა მოწმეების) მიერ შედგენილმა აღწერამ, ისევე როგორც ჩემოდანში აღმოჩენილმა ჩანაწერებმა სამართალდამცავებს საშუალება მისცა ეპოვათ სასტუმროები, რომლებშიც გარდაცვლილი ცხოვრობდა.
გაირკვა, რომ 1970 წლის მარტიდან ნოემბრამდე ქალი 9 სასტუმროში და ყოველ ჯერზე არა უმეტეს ცხრა დღის განმავლობაში დარჩა. ფენელა ლორჩი, კლაუდია ტიელტი, ვერა ჯარლე - ეს მხოლოდ რამდენიმე სახელია, რომელსაც გარდაცვლილი იყენებდა. იმ დღეებში სასტუმროში შესვლისას საჭირო იყო პასპორტის წარდგენა და კითხვარის შევსება.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილის ბარგში ფოტოგრაფის საფოსტო ბარათი იპოვეს. მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ ქალს მაშინ შეხვდა, როცა მგზავრობა და ლანჩი შესთავაზა. უცნობმა თქვა, რომ ის ექვსი თვით ჩამოვიდა ნორვეგიაში სამოგზაუროდ იოჰანესბურგიდან, სამხრეთ აფრიკიდან. თუმცა, როცა პოლიციამ ფოტოგრაფის მიერ დასახელებული სახელი გადაამოწმა, აღმოჩნდა, რომ მისი მფლობელი ცოცხალი და ჯანმრთელი იყო.
23 ნოემბერს ქალი ბოლოს ნახეს სასტუმრო Hordaheimen-იდან, როდესაც ნომერი დატოვა და ტაქსიში ჩაჯდა. 1991 წელს მძღოლმა, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურდა, თქვა, რომ მათ დანიშნულების ადგილამდე მიმავალი მამაკაციც წაიყვანეს.
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ქალი ჯაშუში იყო. რამდენიმე პასპორტის არსებობა მიუთითებდა, რომ იგი მუშაობდა საკმაოდ დიდ სადაზვერვო სამსახურში. გარდა ამისა, იმ დროს ცივი ომი მიმდინარეობდა და ნორვეგიას, როგორც ამბობენ, ბევრი საბჭოთა ჯაშუში ჰყავდა. ამასთან, ქვეყანაში ისრაელის დაზვერვაც მუშაობდა.
ამ ისტორიით ტელერადიოკომპანიის NRK ჟურნალისტები 2016 წელს დაინტერესდნენ და პარალელურად, ჰოკლენდის უნივერსიტეტის არქივში ქალის ყბები აღმოაჩინეს. ამის შემდეგ პოლიციამ საქმე განაახლა და აღმოჩენა მეცნიერებს გადასცა, რათა მათ, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გაეგოთ, სად გაიზარდა ქალი. გარდა ამისა, საგანმანათლებლო დაწესებულების არქივში ქსოვილებიც იქნა ნაპოვნი, რამაც შესაძლებელი გახადა დნმ-ის ტესტის გაკეთება.
პირველად ქვეყნის ისტორიაში ნორვეგიელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს კბილების იზოტოპური ანალიზი, რომელსაც შეუძლია აჩვენოს, თუ რა სახის წყალს სვამდა ადამიანი ბავშვობაში და რა საკვები უყვარდა ახალგაზრდობაში - ამ გზით შეგიძლიათ განსაზღვროთ ნიადაგის ტიპი და შესაბამისად ტერიტორია.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალი დაიბადა სამხრეთ ან აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ცხოვრობდა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის ტერიტორიაზე, სადაც გადავიდა მეორე მსოფლიო ომამდე ცოტა ხნით ადრე ან მის დროს. ამრიგად, თეორია, რომ ის შეიძლება ყოფილიყო ისრაელის ჯაშუში, განადგურდა.
ამ გახმაურებული საქმის გამოძიებას დღემდე მთელი მსოფლიოდან წამოსული ექსპერტები და გამომძიებლები ცდილობენ. ყველა ცდილობს სიმართლის გარკვევას - სამოყვარულო სასამართლო კლუბებიდან დაწყებული, პირველ გამოძიებაში მონაწილეთა ნათესავებამდე.