მას შემდეგ, რაც ლეონარდო დიკაპრიოსა და კამილა მორონეს დაშორების შესახებ გახდა ცნობილი, ტაბლოიდებმა აქტიურად დაიწყეს მსახიობის ახალ რომანზე საუბარი. მათი მტკიცებით, ლეონარდო 27 წლის მოდელს, ჯიჯი ჰადიდს ხვდება.
ჯიჯი ჰადიდი ამერიკელი მოდელია, რომელსაც პანდემიის პერიოდში შვილი შეეძინა მომღერალ ზეინ მალიკისგან, თუმცა წყვილი ერთმანეთს ხაის დაბადებიდან მალევე, სკანდალურად დაშორდა. მიზეზი ჯიჯის დედის, იოლანდას საქციელი გახდა, როდესაც მან ხაის ფოტოები ტაბლოიდებს მიჰყიდა მაშინ, როდესაც ჯიჯი და ზეინი ბავშვის სახეს პაპარაცებისგან მალავდნენ.
გამოცემები ამტკიცებენ, რომ ლეოს ჰადიდი ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როცა ის კამილა მორონესთან ერთად იყო. მათივე თქმით, ლეო ყველანაირად ცდილობს ჰადიდის გულის მოგებას და არაფერი გამოსდის.