სტამბოლის გარეუბანში, ფეშენებელურ რესტორანში, რუსი "კანონიერი ქურდის", ევგენი ვესიოლკინისა და ქართველი ქალის, ნათია დოლიძის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. 42 წლის ნათია დოლიძემ და და 45 წლის ვესიოლკინმა ჯვარი მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერეს. მოძღვარიც ამ დღისთვის საქართველოდან თურქეთში სპეციალურად ჩავიდა.
"პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, ევგენი ვესიოლკინი, მეტსახელად "ჟენია ვესიოლი“, 1977 წელს დაიბადა. მისი ქურდად კურთხევა 2013 წელს მოხდა. მანამდე რუსეთში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და სხვადასხვა ციხეში მოიხადა სასჯელი. ამჟამად ცხოვრობს თურქეთში და საკმაოდ დაახლოებულია ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
წაიკითხეთ სრულად