ვერძი
მოაწესრიგეთ დოკუმენტები, იურიდიული საკითხები. კვირის მეორე ნახევარში დაარეგულირეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. მოიმატებს ხარჯი ბავშვებისა და საყვარელი ადამიანის გამო, მათი განებივრება მოგინდებათ.
კურო
საუკეთესო კვირაა ახალი შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, არსებულ პროექტებში ჩასართავად. დაგირეგულირდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან, დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მოერიდეთ კონფლიქტებს წვრილმანების გამო. იყავით მზრუნველი ახლობლების მიმართ. უქმეებზე ყველა ვალდებულება დაივიწყეთ და დრო საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ, რომანტიკულად გაატარეთ.
კირჩხიბი
სამსახურში დაგროვილი საკითხები და საქმეები უნდა მოაგვაროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ასაკითა და თანამდებობით უფროს ადამიანებთან. გაუთვალისწინებელი ხარჯი გელოდებათ დაზიანებული საყოფაცხოვრებო ან კომპიუტერული ტექნიკის შეკეთების/გამოცვლის გამო. უქმეებზე მოაწყვეთ ოჯახური წვეულება, შინ მიიპატიჟეთ ნათესავები.
ლომი
უამრავი საშუალება და შანსი გამოგიჩნდებათ, რომ განვითარდეთ, წარმატებას მიაღწიოთ. დაფიქრდით რისი შესწავლა გსურთ, რა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლაში. იყავით დაკვირვებული მიღებული ცნობებისადმი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. უქმეები მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ, მხიარულად გაატარეთ.
ქალწული
საქმეები და ვალდებულებები გექნებათ მოსაგვარებელი, მაგრამ ნურც საკუთარ თავს და ჯანმრთელობას დაივიწყებთ გაინებივრეთ თავი საყვარელი კერძებით, სალონური პროცედურებით. არ გირჩევთ საქმეების მოგვარებას არაკანონიერი, "შემოვლითი გზებით". გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. პარასკევი და კვირა საუკეთესო დღეებია შოპინგისთვის, დააბანდეთ ფული ძვირად ღირებულ სამკაულებში.
სასწორი
საკუთარი თავის გამხნევებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული. იზრუნეთ იმიჯის გაუმჯობესებაზე, შეიცვალეთ სტილი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, დიეტას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.
მორიელი
გაგიძაფრდებათ ინტერესი ყველანაირი საიდუმლოსა და მისტიკისადმი. ჩაერთვებით გამოძიებებში. დაინტერესდებით საკუთარი გვარის, წარმომავლობის ისტორიით. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ბუნებაში ყოფნას.
მშვილდოსანი
ახალი პროექტები და საქმეები სამშაბათიდან დაიწყეთ. ზოგიერთს გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას. კვირის მეორე ნახევარში გახშირდება შეხვედრები დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
თხის რქა
მოიმატებთ თქვენი ავტორიტეტი გარშემო მყოფებში, მეტად დაფასდებით. ნუ გაგიკვირდებათ თუ ხშირად მოგმართავენ დახმარებისა და რჩევისთვის. გააუმჯობესთ დამოკიდებულება ასაკითა და თანამდებობით უფროს ადამიანებთან. ოჯახში მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენას მოგთხოვენ.
მერწყული
საუკეთესო პერიოდია სწავლისთვის, კარიერული წინსვლისთვის. გაიცნობთ გავლენიან ადამიანებს, ვინც მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოგეცემათ საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან.
თევზები
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური ან შემოსავლის დამატებითი წყარო. მოერიდეთ სტრესულ და ტრავმულ სიტუაციებს. საყვარელ ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. უქმეები დაუთმეთ ფსიქოლოგიური და ეზოტერიკული ლიტერატურის შესწავლას.