ტყუილად არ ამბობენ ფსიქოლოგები, რომ გაცნობიდან რამდენიმე წამის შემდეგ ადამიანებმა უკვე იციან, იზიდავთ თუ არა ერთმანეთი.
"როდესაც ადამიანებს ვხვდებით, ხშირად პირველად მათ გარეგნობას ვაფასებთ. ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება შეიძლება არავერბალური მინიშნებებით (ხმის ტემბრი, პოზა, მზერა) ჩამოყალიბდეს და მხოლოდ ამის შემდეგ მივაქციოთ ყურადღება ბუნებრიობას, მის სულიერ მხარეს. ურთიერობაში ვინ რას აფასებს, ეს აღზრდაზე და ჩვევებზეა დამოკიდებული. ადამიანებსაც საკუთარი კრიტერიუმები აქვთ და სილამაზეც განსხვავებულად აღიქმება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, არ არსებობს უნივერსალური ფორმულა და ყველას აქვს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც თავად სურს და გააკეთოს
ეს სხვისი აზრის გაუთვალისწინებლად", -ამბობენ ფსიქოლოგები.
მამაკაცები ხშირად საუბრობენ, ქალებს გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით აფასებენ და ასახელებენ ნიშნებსაც. უცხოურ მედიაში სახალისო გამოკითხვა ჩაატარეს. გამოკითხვაში 100-ზე მეტმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან ყველაზე უფროსი 52 წლისაა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა - 19 წლის. მათ თავისუფლად დააფიქსირეს აზრი და ჩამოთვალეს ყველაფერი, რაც ქალის გარეგნობაში აღიზიანებთ.
ფრჩხილის ლაქი
- ძალიან გრძელი, წვეტიანი ფორმის ფრჩხილები
- კაშკაშა ფრჩხილის ლაქი; ბრჭყვიალებიანი ელემენტებით გაფორმებული ფრჩხილები
- მოკლე, მოკვნეტილი ფრჩხილები, გადაცლილი ფრჩხილის ლაქი
- თავიდან გადასმული მანიკური
მოცემული გამოკითხვის მიხედვით, თუ რა აღიზიანებდათ მამაკაცებს ყველაზე მეტად ქალის გარეგნობაში, ყველაზე პოპულარული პასუხი რესპონდენტებს შორის მანიკიური იყო. თურმე მამაკაცები ყველაზე დიდ ყურადღებას გოგონების ხელებს აქცევენ. ბევრი სახალისო პასუხიც დაფიქსირდა. მამაკაცები ამბობდნენ, რომ არ ესმით, როგორ ახერხებენ გოგონები ამხელა "კლანჭებით" ცხოვრებას და ისინი მსგავსი ფრჩხილებით "საშინელებათა ფილმების გმირებს ჰგვანან". მამაკაცებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოკლე, დაკვნეტილი ფრჩხილები, გადაცილებული ლაქი ან კიდევ წამოზრდილი ფრჩხილი არ მოსწონთ.
მაკიაჟი
- ტონალური კრემის დიდი რაოდენობით გამოყენება ისე, რომ იგი შესამჩნევი ხდება
- ძალიან ბრჭყვიალა, არაბუნებრივი მაკიაჟი ფერადი ჩრდილებით
მამაკაცები ყოველთვის ცდილობენ, ხაზი გაუსვან, რომ გოგონებში ბუნებრივი სილამაზე მოსწონთ. გამოკითხვაში მონაწილეებმა საკმაოდ თავდაჯერებულად განაცხადეს, რომ ქალის სახეზე შესანიშნავად ხედავენ ტონალური კრემის, პუდრის, რუჯის და მაკიაჟის სხვა ელემენტების ბოროტად გამოყენების მაგალითებს. გამოკითხულთა აზრით, ყველაზე უსიამოვნო ქალის მაკიაჟში "ნარინჯისფერი ნიღაბია", როდესაც გოგონები მუქი ფერის ტონალურს სახეზე ისვამენ, კისერი და ყურები კი ღია ფერის რჩებათ. ბევრს ბრჭყვიალა და ნათელი ჩრდილები არ მოსწონს და ფიქრობენ, რომ საერთოდ არ არის მიმზიდველი.
"ზოგს იმდენი ტონალური უსვია, სახეზე თითით სიტყვის დაწერაა შესაძლებელი", - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
განაგრძეთ კითხვა