წესებით როგორც ცნობილია, ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია. ამბობენ, რომ ვინც ყოველდღე მიირთმევს თუნდაც 1 ცალ ვაშლს, ექიმი არასოდეს დასჭირდებაო.
ვაშლის დიეტა ეხმარება ორგანიზმს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებასა და აღდგენაში. ამავდროულად, იგი გახდომის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტის დასრულების შემდეგ ადრინდელ კალორიულ კვებას არ დაუბრუნდეთ. ეცადეთ სწორი კვების მეთოდი შეიმუშაოთ და ისე იკვებოთ, რადგან დიეტის შემდეგ დაკლებული წონის ორმაგად მომატება შესაძლებელია. გირჩევთ, რომ კვირაში 1-2 დღე იკვებოთ მხოლოდ ვაშლით. ყოველი განტვირთვის დღე დაგაკლებინებთ 1-1,5 კგ-ს. ასევე, ვაშლი გამოიყენება და კარგი საშუალებაა ორგანიზმის გასაწმენდად მათთვის, ვისაც სურს, რომ მოწევას თავი დაანებოს. ასეთ შემთხვევაში, 3 დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ვაშლი და მწვანე ჩაი.
გთავაზობთ ვაშლის დიეტის რამდენიმე რეცეპტს:
1-დღიანი ვაშლის დიეტა:
მთელი დღის განმავლობაში მიირთვით იმდენი ვაშლი, რამდენიც მოგინდებათ. ასევე, მიიღეთ ბევრი სითხე - მინერალური წყალი, მწვანე ჩაი ან მცენარეული ნაყენი.
6-დღიანი ვაშლის დიეტა:
- I დღე- 1 კგ ვაშლი
- II დღე- 1,5 კგ ვაშლი
- III დღე- 2 კგ ვაშლი
- IV დღე- 2 კგ ვაშლი
- V დღე- 1,5 კგ ვაშლი
- VI დღე- 1 კგ ვაშლი
ერთი შეხედვით, კვების ეს რეჟიმი რთული ჩანს, თუმცა ვინც ეს დიეტა საკუთარ თავზე გამოსცადა, ირწმუნებიან, რომ მას საოცარი შედეგი აქვს.
მოამზადა მარიამ ფერაძემ