2022 წლის ოქტომბერში მსახიობი ჯემა ჩანი "მარველის" ახალი ფილმის, „მარადიულების“ პრემიერაზე განსხვავებულ კაბაში გამოჩნდა და მოდის კრიტიკოსების დიდი ყურადღება მიიქცია. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო კაბის დიზაინერი. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ეს კაბა, რომელიც მზის სინათლეზე ფერს იცვლის, აზიური წარმოშობის ამერიკული ბრენდის, სახელად „PH5-ის“ ნამუშევარი იყო.
მისი დამფუძნებელი და დიზაინერი ვეი ლინია. იგი ჩინეთის ტრიკოტაჟის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის ქალიშვილია.
დიდი ხნის განმავლობაში ნაქსოვი მასალა ითვლებოდა მოსაწყენად, შემდეგ კი დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ის მოდური ყოფილიყო! საუბარია სპეციალურ სამეცნიერო მასალაზე, რომელიც იცვლის ფერს ინტენსიური ულტრაიისფერი სხივების გავლენით.
ბლოგერ იზი პოოპის წყალობით, მილიონობით ადამიანი შეიტყობს ინოვაციურ ნაქსოვ სამოსზე, რომლის ფერი დამოკიდებულია განათებაზე.
მილიონობით ნახვა დააგროვა ვიდეომ, რომელშიც იზი შენობაში ჩალისფერ კაბაშია, მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ, როცა ის გარეთ გამოდის, კაბა ვარდისფერდება.
მოამზადა ნინელი აბულაძემ