ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. უნდა გადაწყვიტოთ, სად დააბანდოთ ფული, რა მოგიტანთ წარმატებას. კვირის პირველ ნახევარში იყავით მშვიდი, აკონტროლეთ ემოციები. საქმეებსა და ვალდებულებებზე გადართული ნუ დაივიწყებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი.
კურო
მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა თქვენს ნიშანში ხდება. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმისგან. გადაწყვეტთ, რა გსურთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. მოგინდებათ საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის მოწყობა; საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობის რეალიზება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ბავშვებთან.
ტყუპი
მეტად დააფასებთ სიმშვიდეს, მოგინდებათ საქმის განმარტოებით კეთება. ცოტა ხნით ჩამოშორდებით ხმაურიან წვეულებებს. მეტად უნდა იზრუნოთ ოჯახის წევრებზე, ასაკით უფროს ნათესავებზე. არ გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვას. უქმეებზე განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
კირჩხიბი
ემოციური კვირაა და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნო, არ აჰყვეთ ნერვებს. გარშემო მყოფების პრობლემების მოგვარებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. არ დაძაბოთ მეგობრებთან ურთიერთობა, დაშორებას შენარჩუნება ჯობია. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას. გახშირდება მივლინება და იყავით დაკვირვებული მგზავრობისას, საქმეების მოგვარებისას.
ლომი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. დაზოგეთ ენერგია, არ გადაიღალოთ სამსახურში. ისე იმოქმედეთ, რომ არ შეილახოთ რეპუტაცია. გაფრთხილდით ტექნიკასთან მუშაობისას. არ გაართულოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.
ქალწული
მოგინდებათ ახლის შესწავლა, საკუთარი ცოდნის გარშემო მყოფებისთვის გაზიარება. კარგი იქნება გამოცდების ჩაბარება და სერტიფიკატის აღება. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ უცხოეთში გამგზავრება. კარგი კვირაა დაწყებული პროექტების დასასრულებლად. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეუღლის ნათესავებთან.
სასწორი
დიპლომატიურობისა და საიდუმლო გარიგებების წყალობით მოაგვარებთ მნიშვნელოვან საკითხებს და ნუ გაამხელთ იმას, რის გარკვევასაც მოახერხებთ. არ გირჩევთ საკუთარ მიზნებზე ღიად საუბარს, ნუ გაამხელთ თქვენს სურვილებს. არ გირჩევთ ურთიერთობის დაძაბვას მეგობრებთან და ნათესავებთან. უქმეებზე ახალგაცნობილებთან სიფრთხილე გმართებთ.
მორიელი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, არ გირჩევთ მათგან ფარულად მოქმედებას. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტივთან ერთად მუშაობა. სხვის იდეებსა და ენერგიას სათქვენოდ გამოიყენებთ. იყავი მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. ახლობლებს დახმარებაზე ნუ ეტყვით უარს. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
მშვილდოსანი
მიზანმიმართულად და გაბედულად უნდა იმოქმედოთ. იყავით ფრთხილად უცხო ადამიანებთან, საეჭვო ვითარებაში. მეტად მოუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ გირჩევთ სამსახურში გადაღლას, უმჯობესია, საღამოები შინ, მშვიდ გარემოში გაატაროთ.
თხის რქა
მოგინდებათ ახალი პროექტების განხორციელება, ახალ საქმიანობაში ჩართვა, მაგრამ მთვარის დაბნელების დღეებში არ გირჩევთ აქტიურობას. უმჯობესია, დრო დაუთმოთ ყოველდღიური საკითხების მოგვარებას. რომანტიკული ინტერნეტნაცნობობა გელოდებათ. იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, არ გირჩევთ მოვლენებისა და ადამიანების გაიდეალებას.
მერწყული
მოგინდებათ სახლიდან მუშაობა. არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. იყავით დაკვირვებული ფინანსური ოპერაციების დროს. კვირის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან.
თევზები
გახშირდება ახლობლებთან კომუნიკაცია. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან. არ გირჩევთ ინიციატივის გამოვლენას. უმჯობესია, დაუთმოთ დრო საქმეების, საბუთების გადაკეთებას. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი მეტად დაგაფიქრებთ საკუთარ შეცდომებზე. უქმეებზე არ დაგეგმოთ რთული ვალდებულებების შესრულება, დაუთმეთ დრო შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, ახლის შესწავლას.