მოდელი კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
კრისტის გამომწერებში განსაკუთრებულ სიყვარულს იწვევს მისი სტილი და ჩაცმულობა. მოდელი სხვადასხვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსში ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ამჯერად კრისტი ფოტოებს ორიგინალურ შავ სამოსში აქვეყნებს - "შავი გედი" - წერს ის. კრისტი შემოდგომის სეზონზე უპირატესობას სადა, ნუდ ფერებს ანიჭებს. ხშირად ირგებს ე.წ. ქეჟუალ სტილს, პიჯაკებს, თრენჩებს, თეთრ პერანგებსა და ლეოპარდის პრინტს. მისი დახვეწილი სტილი მარტივად შეიძლება გახდეს ინსპირაცია სხვა ქალებისთვის.