ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ როგორი მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება ყურსასმენების გარეშე. ალბათ, თქვენ გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც ყველგან ყურსასმენებით დადიან, ჭამენ ყურსასმენებით და ხანდახან იძინებენ კიდეც. შესაძლოა თქვენს კაბინეტშიც ზის რომელიმე კოლეგა, რომლის ყურსასმენების დინამიკებიდან მუდმივად ვიღაც „მღერის“. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ უსმენს ეს ხალხი მუდმივად მუსიკას?
თანამედროვე ცხოვრების წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია მუსიკის გარეშე, და სადაც არის მუსიკა, არის ყურსასმენები, რომლებიც საშუალებას გაძლევს, ისიამოვნო შენი საყვარელი მელოდიებით ყველგან, ნებისმიერ დროს, სხვების შეწუხების გარეშე.
ვფიქრობ, ყურსასმენებსა და მუსიკაზე მიჯაჭვულობა გარკვეულწილად სტრესის დონესაც უკავშირდება. ყოველ ადამიანს აქვს მომენტები, როცა გინდება გამოდევნო დაგროვილი ნეგატიური ემოციები. მუსიკა კი ამ მხრივ შესანიშნავი დამხმარეა. მაგალითად, ჩემთვის ყოველდღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაც სტრესი და უსიამოვნო რუტინაა. მგზავრობის დროს ყოველთვის ვუსმენ მუსიკას ან პოდკასტებს და დრო ისე უსასრულო აღარ მეჩვენება, არც გარე ხმაური მიშლის ხელს. ყურსასმენები სიმყუდროვის განცდას გიქმნის. თითქოს შენს პირად მიკროსამყაროში იზოლირდები, სადაც შეგიძლია იფიქრო, რაზეც გინდა.
პითაგორა, არისტოტელე და პლატონი თვლიდნენ, რომ მუსიკას შეუძლია აღადგინოს დარღვეული ჰარმონია ადამიანის სხეულში. ფსიქიატრიაში თერაპიული მიზნით მუსიკის გამოყენება მე-19 საუკუნეში დაიწყეს. დღეს მუსიკის დადებითი გავლენა დადასტურებულია სპეციალისტების მიერ და ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.
თერაპიისთვის არ არის რეკომენდებული მოუსმინოთ ძალიან სწრაფ, ხმამაღალ და დისონანსურ მუსიკას, რადგან ორგანიზმში ადრენალინის დონე ყველასთვის არ არის სასარგებლო. აუდიო უნდა იყოს ხარისხიანი, ხარვეზების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია გქონდეთ ხარისხიანი ყურსასმენები.
ყველამ კარგად ვიცით, რამდენად ძვირი სიამოვნებაა მაღალი ხარისხის პროფესიონალური ყურსასმენები, მაგრამ თუ ისინი რაიმე კონკრეტული მიზნებისთვის არ გჭირდებათ (მაგალითად, გეიმინგი, აუდიომონტაჟი და სხვ.), შეგიძლიათ არჩევანი ისეთ ბრენდებზე გააკეთოთ, რომლებიც ხარისხიან პროდუქციას ბიუჯეტურ ფასად ყიდიან. ასეთ ბრენდებს შორის გამოვარჩევდი - Xiaomi (შაომი)-სა და USAMS-ს.
USAMS- ბიუჯეტურ მოდელებს შორის სანდოობით და ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდია. საერთაშორისო ლიდერი კომპანია პროდუქციას ჩინეთში აწარმოებს. Usams თითქმის ყველა კონტინენტზეა წარმოდგენილი და 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.
ყურსასმენს აქვს სენსორი ყურსასმენზე; 28 სთ. მუშაობა; BT5.1 ჩიპი სწრაფი რეაგირებისთვის; 10 მეტრის დისტანციაზე საუბარი; საპასუხო სიხშირე -30 Hz -20 KHz; დეციბელი შეზღუდული - ხმის სიხშირე 95 dB.
Xiaomi უკაბელო ყურსასმენები ANC აქტიური ხმაურის დაცვის მხარდაჭერით უზრუნველყოფს უკეთეს ხარისხს და სუფთა ხმას. ყურსასმენები მხარს უჭერს AAC აუდიოს, რაც ორიგინალური ხმის საუკეთესო რეპროდუქციის გარანტიას იძლევა. ამ ყურსასმენებს ასევე აქვს სენსორული კონტროლი, რომლითაც შეგიძლიათ დაიწყოთ და დაასრულოთ ზარები ან დაუკავშირდეთ ვირტუალურ ასისტენტს. ასევე აქვს ავტომატური კავშირი Bluetooth-თან.
უკაბელო ყურსასმენების ბაზარზე დანერგვა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური მიღწევაა ყველა მუსიკის მოყვარულისთვის. კაბელების გაუთავებელი გადახლართვა და მათი გასწორება წარსულს ჩაბარდა, რაც ალბათ დამეთანხმებით, ძალიან კარგი ამბავია. განწყობის გასაუმჯობესებლად და სტრესის დასაძლევად ხშირად უსმინეთ მუსიკას. როგორც კი დარწმუნდებით, რომ მუსიკას ჯადოსნური ძალა აქვს, ყურსასმენი თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.