მძიმე სენით გარდაცვლილი ალექსის დედამ, ნატალი ღვედაშვილმა, სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გულახდილი წერილი გამოაქვეყნა, სადაც შვილის დაკარგვისა და ყოფილი მეუღლის შესახებ წერდა. ამ თემაზე მან უფრო ვრცლად ნანუკა ჟორჟოლიანთან სტუმრობისას ისაუბრა:
"შვილის გარდაცვალების მეორე დღეს უბრალოდ ადგა და წავიდა. ეს კიდევ ერთი შოკი იყო ჩემთვის. ასეთ დროს არ ველოდი. ჩემთვის ეს საკონტროლო გასროლასავით იყო, ბოლომდე რომ გინდა მოკლა ადამიანი. მითხრა, რომ ორი კვირით აპირებდა წასვლას. გამიკვირდა, რადგან მეგონა, ერთად ვიგლოვებდით, ერთად გადავიტანდით. ბოლოს შეტყობინება მომწერა, რომ ვერ მოვიდოდა და ვეღარ ვიქნებოდით ერთად. მაინც ვერ წარმოვიდგინე, რომ დამტოვებდა. მეცხრე დღეს, როგორც წესია, პანაშვიდზე უნდა მოსულიყო და მითხრა, რომ ვერ ახერხებდა. ჩავთვალე, რომ ძალიან ცუდად იყო. ორი წლის მანძილზე ზოგჯერ ვამართლებდი და ზოგჯერ მეცოდებოდა. ბევრი რამ ვიფიქრე, ყველა პრიზმაში გავატარე. ბოლოს მივხვდი, რომ ამას გამართლება არ აქვს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მედალს ორი მხარე არ აქვს" - ამბობს ნატალი ღვედაშვილი.