5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
დღეს ნიკა ქაცარიძეს 44 წელი შეუსრულდებოდა. მეუღლის შესახებ ემოციური წერილი სოციალურ ქსელში ნინო ბერიძემ გამოაქვეყნა:
"ნუთუ ეს არის ღმერთის სამართალი? დილიდან მე და ნელი ისე ვემზადებით, თითქოს შენ დაბრუნებას ველოდებით... შენი პირველი დაბადების დღე უშენოდ! ღმერთო, რა ძნელია, რაც დრო გადის, მით უფრო ძნელია უშენობა! ჩვენი ქორწინების მეშვიდე წელი მტკივა! გული ძალიან მტკივა, ცრემლები მახჩობს, ჩუმი ცრემლები, რომლებიც ჩვენმა შვილებმა არ უნდა ნახონ. მიყვარხარ", - წერს ის.